in

როგორ იყენებს PepsiCo ხელოვნური ინტელექტის ძალას მარკეტინგში?

ჯერ კიდევ 2020 წელს PepsiCo-მ თავისი გუნდის უახლესი წევრი წარმოადგინა: Ada, AI პლატფორმა, რომელსაც მე-19 საუკუნის მათემატიკოსის, ადა ლავლეისის პატივსაცემად შეურჩიეს სახელწოდება. პეპსიმ კი მათემატიკოსთან ასოცირებული პლატფორმის გამოყენება ოთხი მიმართულებით გადაწყვიტა:

  1. ახალი იდეების შესწავლა;
  2. მილიონობით მომხმარებლის შეხედულების განსაზღვრა, დახარისხება და დაკავშირება;
  3. კოლეგების ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა;
  4. სატელევიზიო და ციფრული რეკლამებისთვის მეტი ეფექტურობის შეძენა.

გააქტიურებიდან სამი წლის თავზე კი Ada-მ ბრენდის კამპანიების შექმნაში მიიღო მონაწილეობა. „კონკრეტულად შემოქმედებით განვითარებასთან დაკავშირებით, გვაქვს ინსტრუმენტი, რათა კრეატიულობის დონე გავზომოთ — როგორც იდეების განვითარების საწყის ეტაპზე, ისე საბოლოო შედეგის მიღების დროსაც. ამ ყველაფრის არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ საუკეთესო კონცეფციების შემუშავება შევძლოთ, ვიდრე სრულყოფილებამდე არ მივალთ“, — განმარტავს რაფიკ ელ ნუმეირი, PepsiCo-ს ინსაითისა და ანალიტიკის ვიცე-პრეზიდენტი აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ აზიის სექტორში.

ამ ყველაფერში ადას როლი დეტალურად რომ განვიხილოთ, საწყის ეტაპზე AI პლატფორმის სხვადასხვა მოდულს რეკლამის შესამოწმებლად გამოიყენებენ. ზოგადად, გუნდის მუშაობის პრინციპი ასეთია: იწყებენ საკმაოდ კონცეპტუალური იდეით და საზოგადოებას აჩვენებენ, რათა ხალხის რეაქცია შეაფასონ; შემდეგ კი ფილტრავენ. წარსულში ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდებოდა, რადგან ინდივიდუალურ ტესტებს მიმართავდნენ. ადამ კი ეს რეალობა შეცვალა, ვინაიდან ბევრი რამ ავტომატიზაციაზე გადავიდა.

თანაც, საბედნიეროდ, ყოველ ჯერზე, როცა კომპანია შიდა პლატფორმას იყენებს, სისტემა უფრო ჭკვიანი ხდება. ამასთან, ყველა მონაცემი თუ შეხედულება, რომელიც შეიძლება კრეატიულ მხარეს, სტრატეგებს ან მარკეტერებს სჭირდებოდეს, ერთადაა თავმოყრილი. „ეს ძალიან დიდი შესაძლებლობაა ჩვენთვის… უპირველეს ყოვლისა, დაახლოებით 900 მილიონი დოლარის ინვესტიციას ვახორციელებთ ციფრულ და მობილურ რეკლამაში. ვინაიდან ეს საკმაოდ დიდი თანხაა, გვინდოდა დავრწმუნებულიყავით, რომ სწორად ვაბანდებთ“, — აღნიშნავენ კომპანიაში.

Pepsi x Mo Salah – Stay Thirsty from Mahmoud Raafatt on Vimeo.

 

Apple-ის საშობაო კამპანია მიმტევებლობის ძალაზე გვიამბობს

4 გზა, რომლებიც ინკლუზიურ მარკეტინგამდე მიგიყვანთ