26
Jul
2019

PepsiCo-მ უმსხვილესი ჩინური კომპანიის წილი იყიდა – ახალი ტენდენცია ამერიკაში

26 Jul 2019

ამერიკული ბიზნესისთვის, როგორც ჩანს, აზიის ბაზარი ძალიან მიმზიდველია, აუთვისებელი სეგმენტის, შედარებით ნაკლები კონკურენციის თუ სხვა ფაქტორების გამო. Coca-Cola-ს შემდეგ, PepsiCo ეცდება აღმოსავლეთის ქვეყნებში პოზიციების გამყარებას – გამაგრილებელი სასმელებისა და ე.წ. სნექების კომპანიამ ჩინური Natural Food International-ის 26%-იანი წილი იყიდა და ბრენდის რიგით მეორე მსხვილი აქციონერი გახდა. CNN-ის ინფორმაციით, გარიგების ღირებულება $131 მილიონია.

„ეს ინვესტიცია კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, PepsiCo-ს გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს ჩინეთის ბაზარზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კომპანიისთვის“.

Natural Food International პროდუქციას თხილით, პურისა და ლობიოს მარცვლებით ამზადებს და სიდიდით მეორე ნატურალური პროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა ქვეყანაში, საცალო გაყიდვების მიმართულებით. ძირითადად, ჩინეთში დელიკატესად აღიარებულ პროდუქტებს აწარმოებს და ძალიან წარმატებული კომპანიაა, შარშან, მისი შემოსავალი 15% -ით გაიზარდა და $260 million შეადგინა.

როგორც CNN წერს, ჩინეთი სასმელებისა და კვების პროდუქტების ყველაზე დიდი ბაზარია მსოფლიოში, PepsiCo-ს კი სურს, გახდეს ამ ბაზრის წამყვანი მოთამაშე და ადგილობრივ მომხმარებელს საკუთარი პროდუქცია შესთავაზოს.

„ეს ნაბიჯი ჩვენი გრძელვადიანი გეგმის „ჩინეთში ჩინეთისთვის“ ნაწილია“ , – ამბობს ჩინეთში PepsiCo-ს აღმასრულებელი დირექტორი რამ კრიშნანი. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა PepsiCo ახალი ბაზრის ათვისებას ცდილობს. ცოტა ხნის წინ, მან, სამხრეთ აფრიკული კომპანია Pioneer Food Group იყიდა.

განხილვა