19
Jul
2019

Pepsi აფრიკის ბაზარზე – ბრენდმა ადგილობრივი კომპანია $1.7 მილიარდად იყიდა

19 Jul 2019

PepsiCo-მ სამომხმარებლო პროდუქციის სამხრეთ აფრიკული Pioneer Food Group იყიდა. Reuters-ის ცნობით, გარიგების ღირებულება $1.7 მილიარდია. ამით კომპანია აფრიკის ბაზარზე გაფართოებას გეგმავს.

„Pioneer Foods-ის შეძენა იმ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლითაც არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში, არამედ მის ჩრდილოეთ ნაწილშიც ვაპირებთ გაფართოებას“, – განაცხადა PepsiCo-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რამონ ლაგუარტამ.

ბოლო პერიოდში Pioneer Foods-ის გაყიდვებმა საგრძნობლად იკლო, რადგან, გვალვებმა სიმინდისა და სხვა კულტურების მოსავალი შეამცირა, შესაბამისად, შემცირდა კომპანიის წარმოებული და გასაყიდი პროდუქტის ოდენობა [ამისთვის სწორედ ადგილობრივ კულტურებს იყენებენ] და ადგილობრივების მსყიდველუნარიანობა.

„ეს [გარიგება PepsiCo-სა და Pioneer Foods-ს შორის] სამხრეთ აფრიკაში დიდ ნდობას გააჩენს, რაც, დღეს, ჩვენ ასე ძალიან გვჭირდება“, – განაცხადა Pioneer Foods-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

განხილვა