კანის ლომების საერთაშორისო ფესტივალზე PepsiCo-მ თავისი უახლესი ინოვაცია წარადგინა: Smart Can. ეს არის მაღალტექნოლოგიური მოდელი, რომელიც კრეატიულობასა და ინოვაციებს აერთიანებს — LED ეკრანი „ამბის თხრობის ახალი გზების გასახსნელად“ გამოიყენეს.
ინტერაქციულ ქილას საკუთარი SIM ბარათი აქვს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, პერსონალიზებული ვიზუალები დაიტანონ თითოეულ სასმელზე. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, Smart Can არ ჩაანაცვლებს ტიპურ ალუმინის ქილებს. თანაც მისი გადამუშავება არ შეიძლება, რაც მასიური წარმოების თვალსაზრისით პრობლემა იქნება. ამიტომაც ბრენდი მხოლოდ გარკვეული რაოდენობის მოდელს გამოუშვებს. ასევე, ბრენდმა სპეციალური აპლიკაციებიც კი შეიმუშავა.
„ეს ქილა ერთგვარი დეკორატიული ობიექტია, ხელოვნების ნიმუში“, — აღნიშნავენ ბრენდის წარმომადგენლები. აქვე საგულისხმოა, რომ ზოგიერთმა ადამიანმა პოტენციურ რისკებზეც ისაუბრა, რაც ეკრანით თვალების პოტენციურ გადაღლასა და დაძაბვას უკავშირდება… თუმცა Pepsi-ში განმარტეს, რომ ამის რისკი არ არსებობს — ეკრანი მხოლოდ ხანდახან გააქტიურდება უნიკალური და მორგებული კონტენტის საჩვენებლად.