არიზონაში სუპერთასის აღსანიშნავად, PepsiCo-ს დიზაინისა და ინოვაციების გუნდმა ლიმიტირებული ქილები გამოუშვა. ექსკლუზიურად ამ რეგიონისთვის შექმნილი დიზაინი ადგილობრივი პეიზაჟებით იყო შთაგონებული — პეპსის თქმით, მზის ხეობის თვალწარმტაცი პეიზაჟები დიდი ხნის განმავლობაში შთააგონებდა მხატვრებს და ახლა ეს ახალი ქილა ითავსებს ამ როლს.
ილუსტრირებული დიზაინი არიზონას უდაბნოს ფლორასა და ფაუნას ასახავს — მათ შორის ისეთ ძირითად ელემენტებს, როგორებიცაა კაქტუსი, ბუჩქები, კოიოტები, გველები, ფრინველები და ა. შ. რა თქმა უნდა, სუპერთასის გათვალისწინებით, ფეხბურთის დახვეწილი მინიშნებებიც წინ პლანზეა წამოწეული: მაგალითად, ბურთის ფორმის თანავარსკვლავედი.
აქ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ შეფუთვაზე გრადიენტური ეფექტის დაბეჭდვა ჩვეულებრივ რთულია, მაგრამ გუნდმა შეძლო ალუმინის ზედაპირზე ენერგიული მეწამულიდან ნარინჯისფერ ეფექტზე გადასვლა — ეს მზის ამოსვლის იმიტაციისთვის. „ამ ქილით გვინდოდა, გამოგვეყენებინა შესაძლებლობა და შეუდარებელი ენერგია, რომელიც მზის ამოსვლას ახლავს თან“, — ამბობს კარლ გერჰარდსი, ჩრდილოეთ ამერიკის Pepsi უფროსი დირექტორი.