14
Mar
2018

PepsiCo საქართველო, საერთაშორისო კვლევის მიხედვით, 2018 წლის ევროპის საუკეთესო დამსაქმებელია

14 Mar 2018

„ვიმ-ბილ-დან“ საქართველოს, ოფიციალურად, საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსი მიენიჭა. კომპანია, TOP Employer Institute-მა, დასაქმების გამორჩეული პირობების გამო დააჯილდოვა. „ვიმ-ბილ-დანი“ PepsiCo-ს კორპორაციაში 2011 წლიდან  შედის და, შესაბამისად, საქართველოში მისი წარმომადგენელია.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

TOP Employer Institute-ის ყოველწლიური საერთაშორისო კვლევის მიზანია, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო დამსაქმებლის გამოვლენა და მათი განვითარება. სწორედ ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით გადაეცა PepsiCo საქართველოს 2018 წლის გამორჩეული დამსაქმებლის სერტიფიკატი.

„საუკეთესო დამსაქმებელთა სერტიფიცირების პროცესი მკაცრად კონტროლდება. მონაწილე დამსაქმებლებს მოეთხოვებათ, დაიცვან დარგში მოქმედი მაღალი სტანდარტები. პროცესის საიმედოობისთვის მოწმდება დამსაქმებლის თითოეული პასუხის შესაბამისობა რეალურ პირობებთან კომპანიაში. მიღებული შედეგების მიხედვით,  PepsiCo საქართველომ დაიკავა საამაყო ადგილი მსოფლიოს სერტიფიცირებულ საუკეთესო დამსაქმებელთა შორის“, – აცხადებენ კომპანიაში.

TOP Employer Institute-მა დასაქმებულთა პირობები შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეაფასა: ტალანტების მართვის სტრატეგია, პერსონალის დაგეგმვა, ახალი თანამშრომლების ადაპტაცია, სწავლა და განვითარება, შესრულებული სამუშაოს შეფასება, ლიდერობის განვითარება, კარიერული განვითარება, კომპენსაცია და ბენეფიტები, კორპორატიული კულტურა.

„ჩვენს კვლევებში ვიხილეთ, რომ ორგანიზაციები, რომლებიც სერტიფიცირებულები გახდნენ, ცდილობენ, პირველ ადგილზე დააყენონ თანამშრომლების განვითარება და უწყვეტად იმუშაონ ადამიანური რესურსების განვითარებაზე. PepsiCo საქართველო წარმოადგენს დამსაქმებელთა ამ ჯგუფის ნაწილს. მას შემდეგ, რაც PepsiCo  საქართველომ ევროპის 2018 წლის „ტოპ“ დამსაქმებლის სერტიფიკატი მიიღო, შეუძლია, საკუთარი თავი მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების ჯგუფის ნაწილად მიიჩნიოს. ეს ის მიღწევაა, რითიც უნდა იამაყოს დამსაქმებელმა“, – განაცხადა TOP Employer Institute-ის გენერალურმა  დირექტორმა დევიდ პლინკმა.

PepsiCo  საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 1965 წელს აშშ-ში დაარსდა. ის დღეს 200 -ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი და, მსოფლიოს მასშტაბით, 270 000-მდე თანამშრომელი ჰყავს. PepsiCo-ს 2011 წელს  შეუერთდა „ვიმ-ბილ-დან საქართველო“.

PepsiCo-ს ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში – „სოფლის ნობათი“, „Чудо“, „Домик в деревне“, ახლახან ბაზარზე გამოჩნდა „რჩეული“; წვენების კატეგორიიდან – „Sandora“, „Садачок“, „Фруктовый Сад“; სნეკების კატეგორიიდან – „Lays“, „Doritos”, „Хрус Team”; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან „Pepsi“, „Mirinda”, „7Up” და „Aquafina”.

აღსანიშნავია, რომ PepsiCo-ს ქართულ წარმომადგენლობაში 300 ადამიანია დასაქმებული და როგორც თავად აცხადებენ, ყველა ზემოაღნიშნულ კატეგორიაში, ადგილობრივ ბაზარზე, მოწინავე პოზიციები უჭირავს.

[R]

განხილვა