in ,

ერთგულების ფასად მიღებული სანატრელი პრიზი – Pepsi-ს სიურპრიზი ფეხბურთის მოყვარულებს

ფეხბურთი რომ ბევრს უყვარს ფაქტია, თუმცა, რამდენია რეალურად თავდადებული, ერთგული გულშემატკივარი, ეს კიდევ საკითხავია. სწორედ ამის გარკვევას შეეცადა Pepsi და ძალიან საინტერესო ექსპერიმენტიც ჩაატარა. ბრენდმა, თავის ახალ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ადამიანი ამოარჩია, ოღონდ ისეთები, ვისთვისაც ფეხბურთი ცხოვრების განუყოფელი და სიცოცხლისთვის აუცილებელი ნაწილიც კია. მას შემდეგ, რაც მონაწილეების შერჩევა დასრულდა, კომპანიის წარმომადგენელმა მათ ფეხბურთთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ნივთების წარმოდგენა და მათი ისტორიების მოყოლა სთხოვა. ამბები მართლაც საკმაოდ საინტერესო და გულისამაჩუყებელი აღმოჩნდა, რაც შეეხება ნივთებს, ისინი ნამდვილი განძის ტოლფასი ყოფილა. სწორედ მათი გაცვლა შესთავაზა Pepsi-მ მონაწილეებს, UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ბილეთებზე. ზოგი მონაწილე დიდი სიამოვნებით დათანხმდა, რაც მცდარი არჩევანი აღმოჩნდა. სხვებმა კი მიუხედავად მაცდური შემოთავაზებისა, მაინც ვერ დათმეს ძვირფასი მოგონებები. საბოლოო ჯამში, ამ ერთგულების გამო, სწორედ მათ მიიღეს განსაკუთრებული სიურპრიზი.

BOG
BOG

 

Google-ის ვირტუალური გალერეა მათთვის, ვინც ხელოვნების შედევრებს ეძებს

ბიუსტჰალტერი EVA მკერდის კიბოს დასადგენად! – თინეიჯერის გამოგონება დედის სიკვდილის მიზეზთან საბრძოლველად