in

ფერების ფსიქოლოგია კინოში

ფერის ხელოვნებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით მაშინ, როცა წამყვანი ფაქტორი ვიზუალური მხარეა. ამ შემთხვევაში კი იმაზე ვისაუბრებთ, თუ რა დატვირთვა აქვს კონკრეტულ ფერებს კინემატოგრაფიაში, რა პრინციპით იყენებენ რეჟისორები ამა თუ იმ ტონალობას და როგორია მათი სიმბოლიკა.

BOG
BOG

რეალურად, ეს არის სხვადასხვა ემოციის გამოკვეთის გზა, რადგან ჩვენზე ძალიან მოქმედებს ფერების ენერგეტიკა, განწყობა და ხასიათი. ამის გათვალისწინებით, სატელევიზიო შოუებსა თუ ფილმებში ფერებს სტრატეგიულად იყენებენ, აუდიტორიის კონკრეტული ემოციური და ფსიქოლოგიური რეაქციების გამოწვევის მიზნით. სწორედ ასე სწვდებიან მაყურებელთა არაცნობიერ რეაქციებს, აძლიერებენ სცენებისა და ნარატივების გავლენას. ამავდროულად, ეფექტურად ქმნიან შესაბამის ატმოსფეროს, პერსონაჟების განვითარების ხაზს.

იქნება ეს ჩრდილების გამოყენება, რომანტიკული გარემოს ცოცხალი ელფერები ან დისტოპიური მომავლის მონოქრომატული სქემა, ფერთა ფსიქოლოგია აძლიერებს ფილმისა და სატელევიზიო კონტენტის ემოციურ რეზონანსს, ამდიდრებს საერთო გამოცდილებას.

ახლა კი მარტივად დავახასიათოთ ესა თუ ის ფერი:

წითელი — რისხვა, ვნება, გაბრაზება, სურვილი, მღელვარება, ენერგია, სიჩქარე, ძალა, სითბო, სიყვარული, აგრესია, საფრთხე, ცეცხლი, სისხლი, ომი, ძალადობა.

ვარდისფერი — სიყვარული, უდანაშაულობა, სიჯანსაღე, ბედნიერება, კმაყოფილება, რომანტიკულობა, მომხიბვლელობა, თამაში, სინაზე, ქალურობა.

ყვითელი — სიბრძნე, ცოდნა, დასვენება, სიხარული, ბედნიერება, ოპტიმიზმი, იდეალიზმი, წარმოსახვა, იმედი, მზე, ზაფხული, სიმხდალე, ღალატი, ეჭვიანობა, სიხარბე, მოტყუება, ავადმყოფობა, საშიშროება.

ნარინჯისფერი — იუმორი, ენერგია, ბალანსი, სითბო, ენთუზიაზმი, ენერგიულობა, ექსპანსიურობა, მდიდრულობა.

მწვანე — მკურნალობა, დამშვიდება, შეუპოვრობა, გამძლეობა, თვითშეგნება, სიამაყე, უცვლელი ბუნება, სიჯანსაღე, ბუნება, წარმატება, განახლება, ახალგაზრდობა, ენერგიულობა, გაზაფხული, კეთილშობილება, ნაყოფიერება, ეჭვიანობა, გამოუცდელობა, შური.

ცისფერი — რწმენა, სულიერება, კმაყოფილება, ერთგულება, სიმშვიდე, სტაბილურობა, ჰარმონია, ერთიანობა, ნდობა, სიმართლე, კონსერვატიზმი, უსაფრთხოება, სისუფთავე, წესრიგი, ცა, წყალი, სიცივე, ტექნოლოგია, დეპრესია.

იასამნისფერი — ეროტიკა, ჰონორარი, კეთილშობილება, სულიერება, ცერემონია, იდუმალება, ტრანსფორმაცია, სიბრძნე, განმანათლებლობა, სისასტიკე, ქედმაღლობა, გლოვა, ძალაუფლება, მგრძნობიარობა, ინტიმური ურთიერთობა.

ყავისფერი — მატერიალისტური, სენსაცია, დედამიწა, სახლი, საიმედოობა, კომფორტი, გამძლეობა, სტაბილურობა, სიმარტივე

შავი — უარყოფა, ძალა, სექსუალობა, დახვეწილობა, ფორმალობა, ელეგანტურობა, სიმდიდრე, საიდუმლოება, შიში, ანონიმურობა, უბედურება, სიღრმე, სტილი, ბოროტება, სევდა, სინანული, რისხვა.

თეთრი — თანხმობა, დაცვა, სიყვარული, პატივისცემა, სიწმინდე, უბრალოება, სისუფთავე, მშვიდობა, თავმდაბლობა, სიზუსტე, უდანაშაულობა, ახალგაზრდობა, დაბადება, ზამთარი, თოვლი, უნაყოფობა, ქორწინება (დასავლური კულტურები), სიკვდილი (აღმოსავლური კულტურები), სიცივე, სტერილურობა.

ვერცხლისფერი — სიმდიდრე, გლამური, გამორჩეულობა, მიწიერება, ბუნებრიობა, სიგლუვე, ელეგანტურობა, მაღალტექნოლოგიურობა.

ოქროსფერი — ძვირფასი, სიმდიდრე, ექსტრავაგანტურობა, სითბო, კეთილდღეობა, სიდიადე.

როგორც ხედავთ, აქ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი და მსგავსი მახასიათებელია… ამის გათვალისწინებით, ფერი არა თუ ცალკეულ ელემენტად უნდა განვიხილოთ, არამედ კონკრეტული კონტექსტის შესაბამისად.

 

წყარო: No Film School

„გიორგობისთვე“ – წინანდლის მამული და სასტუმრო „რადისონ ქოლექშენი“ ნოემბრის თვეში განსაკუთრებულ კულტურულ და შემეცნებით ღონისძიებებს უმასპინძლებს

ახალი Kona „ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმშია