აპოლოს ეპოქის დასრულების შემდგომ, ამერიკელებმა მთვარეზე დაბრუნება რომ გადაწყვიტეს და რაკეტა გაუშვეს, ამაზე გუშინ მოგიყევით, თუმცა ახლა ცუდი ამბავი გვაქვს — Peregrine-დან საწვავი ჟონავს, რამაც მთლიანი მისია დიდი რისკის ქვეშ შეიძლება, დააყენოს. გაჟონვა კი გაშვებიდან რამდენიმე საათში დაიწყო…
„როგორც ჩანს, საწვავის კრიტიკულ დაკარგვას ძრავის მარცხი იწვევს. MLI-ის ხარვეზი პირველი ვიზუალური მინიშნებაა, რომელიც ჩვენს მონაცემებს ესადაგება და ძრავის სისტემის ანომალიაზე მიგვითითებს. ახლა კი გუნდი ცდილობს, დაასტაბილუროს საწვავის დანაკარგი და Peregrine-ის არსებულ მარაგს იყენებს, რათა რაც შეიძლება მეტი ოპერაცია შეასრულოს“, — აცხადებენ კომპანიაში.