8
Feb
2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება

8 Feb 2019

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში თიხის გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რისთვისაც არანაკლებ 250 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება და მინიმუმ, 30 ადამიანი დასაქმდება. „პერევის“ კერამიკული თიხის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 10 წლიანი ლიცენზია ელექტრონულ აუქციონზე 121 626 ლარად გაიცა.

შეგახსენებთ, რომ კერამიკული, იგივე გამომწვარი თიხა, მისი უნიკალური თვისებების გამო, ფართოდ გამოიყენება ეკო-არქიტექტურაში. მას იყენებენ, როგორც ნედლეულს ეკოლოგიური მოსაპირკეთებელი სამშენებლო მასალების დასამზადებლად.

საბადოების მართვაზე, მათ შორის, მოპოვების ლიცენზიის გაცემაზე პასუხისმგებელია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო-ს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო.

განხილვა