in

როგორ მივიდეთ პერფექციონიზმის ჯანსაღ ვარიანტამდე?

M2
M2

ყველამ ვიცით, რომ სტანდარტები, რომლებსაც პერფექციონისტები უწესებენ საკუთარ თავს, არარეალურია, ზედმეტად მომთხოვნი და მიუღწეველიც კი… და რა ხდება მაშინ, როცა პერფექციონისტები ვერ აღწევენ სრულყოფილებას? მკაცრ თვითკრიტიკას მიმართავენ, ნაკლებად შეუძლიათ უკან დახევა და შეცდომებისგან რაიმეს სწავლა. შესაბამისად, ისინი ნაკლებად აღნიშნავენ ან ამაყობენ პირადი მიღწევებით. დიახ, პერფექციონისტისთვის ან ყველაფერი არსებობს, ან არაფერი.

ქალები კი პერფექციონიზმისადმი განსაკუთრებით დაუცველები არიან, ბავშვობაში და მის შემდგომ ისინი ძალიან ბევრს აკეთებენ იმისათვის, რომ მის სრულყოფილება გახდნენ. დაწყებული ქულებიდან, დამთავრებული კარგი გარეგნობითა და მანერებით. მაგრამ ეს მიღწევები სწრაფად ინაცვლებს და წარმატების ზღვარი მუდმივად ამაღლებული რჩება… 

კვლევებიც კი ერთხმად გვეუბნება, რომ პერფექციონიზმს ძალიან ცოტა დადებითი მხარე აქვს. შესაძლოა, უნაკლოებისკენ დაუღალავმა სწრაფვამ დაბალი თვითშეფასება, სტრესი, შფოთვითი აშლილობა და სუიციდური აზრებიც გამოიწვიოს. შესაბამისად, პერფექციონისტები ხშირად იმაზე ნაკლებს აკეთებენ, ვიდრე მიისწრაფვიან. 

Excellencism პერფექციონიზმის ჯანსაღი ალტერნატივაა

დიახ, პერფექციონიზმის ჯანსაღი ალტერნატივაც არსებობს და იგი ჩვენთვის Excellencism-ის სახელით არის ცნობილი. ტერმინი ოტავას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორმა პატრიკ გოდრომ გამოიგონა და იგი მაღალი სტანდარტების დაწესებას გულისხმობს, საკუთარი თავის დამარცხებულად გამოცხადების გარეშე, როცა რაღაცას ვერ მიაღწევთ. Excellencism-ის მიმდევარი ადამიანი ღიაა ახალი გამოცდილებისთვის, პრობლემის გადასაჭრელად უნიკალურ მიდგომებს იყენებს, შეცდომების მიღებაც და მისგან რაღაცის სწავლაც კი შეუძლია. 

საინტერესოა ისიც, რომ არაპერფექციონისტ ადამიანებთან შედარებით, ისინი ჯანსაღი შფოთვის უფრო მაღალ დონეებს აჩვენებენ. არც პერფექციონიზმის ტვირთს გვაჩვენებენ, იქნება ეს გადაღლილობა, დეპრესია, შფოთვა, სუიციდი თუ სხვა. გამოდის, Excellencism პერფექციონიზმისგან მხოლოდ საუკეთესო ნაწილებს იღებს, ანაზღაურების ანალოგია კი გვიჩვენებს, როგორ. უმეტესობა ჩვენგანი ვარაუდობს, რომ შრომა ანაზღაურდება. აქ ერთი მარტივი ფორმულით ხელმძღვანელობენ: მზარდი ანაზღაურების ზონას — სამუშაოს ერთი ერთეული = გაუმჯობესების ერთ ერთეულს.

მეორე მხრივ კი, Excellencism-ის მქონე ადამიანი სრულყოფილსა და უბრალოდ კარგს შორის კარგი ადგილის პოვნისკენ ისწრაფვის, რადგან მათ შეუძლიათ იყვნენ შესანიშნავები სრულყოფილების გარეშე. ისინი მაღალი, მაგრამ ამასთან მიღწევადი სტანდარტებისკენ არიან მიდრეკილი. ამასთან, საკმარისი, მაგრამ არაგადაჭარბებული ძალისხმევის ინვესტირებას ახდენენ. იციან, როდის უნდა დაისვენონ, სრულყოფილად ახერხებენ თავიანთი მიზნების მიღწევას და ამასთან, რთული გამოწვევების გადაჭრას ინოვაციური გზებით. 

როგორ გავხდეთ ჯანსაღი პერფექციონისტები?

ეს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი 3 ნაბიჯით უნდა დაიწყოთ:

  1. აირჩიეთ ერთი სამომავლო აქტივობა, რომლის მიმართაც პერფექციონისტულად ხართ განწყობილი, ეს, შესაძლოა, იყოს პირადი ან სამუშაოსთან დაკავშირებული.
  2. შეადგინეთ სია, თუ როგორ გამოიყურება სრულყოფილება თქვენთვის, შესაძლოა, ეს სუფთა სახლი ან გემრიელი საკვებიც კი იყოს. 
  3. სიიდან ამოიღეთ ისეთი რამ, რასაც უფლებას მისცემთ სრულყოფილზე ნაკლები დონით შესრულდეს. 

ივარჯიშეთ ამ ნაბიჯების გადადგმაში, მალე კი აღმოაჩენთ, რომ შესანიშნავი რაღაცების მიღწევა, გადაღლილობისა და პერფექციონიზმის ტვირთის გარეშე შეგიძლიათ. 

საინტერესო პოდკასტი — შეკითხვის დასმის ხელოვნება

„რატომ დამეგობრდნენ TBC და Glovo? გაეცანით ექსკლუზიური პარტნიორობის მნიშვნელოვან დეტალებს“