in

როგორ დააბალანსონ მენეჯერებმა პროდუქტიულობა და თანაგრძნობა

მენეჯერები ხშირად დგანან დილემის წინაშე – ერთი მხრივ, მათ უნდა შეძლონ წარმადობის შენარჩუნება, ზემდგომთა მოთხოვნების დაკმაყოფილება, მეორე მხრივ კი, თანამშრომლების მიმართ თანაგრძნობა გამოიჩინონ. მაინც, როგორ უნდა დააბალანსონ ეს ორი მხარე?

იმუშავეთ ხელმძღვანელებთან, რათა მათში თანაგრძნობა გაზარდოთ და შეცვალოთ საუბარი პროდუქტიულობაზე

ხელმძღვანელებმა კარგად რომ იცოდნენ თანამშრომლების პრობლემები, მათ მიმართ უფრო მეტ თანაგრძნობას გამოიჩენდნენ. ამდენად, მენეჯერებმა უნდა შეძლონ და გაზარდონ ზედა რგოლის ემპათია თანამშრომლების მიმართ. მოუყევით პრობლემების მასშტაბებზე, რასაც თანამშრომლები აწყდებიან. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის დამოკიდებულებას. ესაა ინფორმაციის მარტივი გაცვლა, რომელსაც საბოლოო ჯამში დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისათვის, შეგიძლიათ მარტივი გამოკითხვებით დაიწყოთ, რათა გუნდის წევრების სტრესისა და პრობლემების გავლენის შესახებ შეგექმნათ წარმოდგენა.

პირად გამოცდილებას ვერაფერი შეედგება, ამიტომ ლიდერებს უკეთ შეუძლიათ ემპათიის გამოვლენა, როცა თავად ხედავენ თანამშრომლების საჭიროებებს. ეს რჩევა ზოგიერთი მენეჯერის გამოცდილებასთან მოდის წინააღმდეგობაში, რომლებსაც ურჩევნიათ თავად იყვნენ ფილტრი ხელმძღვანალებსა და დაქვემდებარებულებს შორის. არსებობენ ისეთი მენეჯერებიც, რომლებსაც თანამშრომლების საწუხარით მაღალი რგოლის შეწუხება არ სურთ. თუკი ამ ორ მხარეს ერთმანეთთან უშუალო ურთიერთობის საშუალებას მისცემთ, ხელმძღვანელები და თანამშრომლები ბევრად ადვილად გაუგებენ ერთმანეთს და ერთობლივად მოძებნიან გამოსავალს. ყოველივე ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პროდუქტიულობა უნდა დაეცეს, პირიქით, ურთიერთგაგება სწორედ პროდუქტიულობის გაზრდას ემსახურება, წნეხისა და სტრესის შემცირების საშუალებით.

გააფართოვეთ შესაძლებლობები, დააკავშირეთ ერთმანეთთან და აუმაღლეთ მოტივაცია

დიახ, თქვენ უნდა გამოიჩინოთ თანაგრძნობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თავად გამოასწოროთ ყველაფერი. მიეცით ადამიანებს შესაბამისი ინსტრუმენტები, რათა საკუთარ თავს დაეხმარონ. როგორც ბოლოდროინდელი კვლევებით დასტურდება, ზოგჯერ თანაგრძნობა საზიანოა, თუკი თანამშრომლები ვერ იაზრებენ, რა ხდება. პირველი ნაბიჯი მონაცემთა გააზრებაა – თანამშრომელმა უნდა იცოდეს მათ შესახებ და სვამდეს კითხვას საკუთარი თავის მისამართით. კიდევ ერთი საშუალებაა, რომ მენეჯერები თანამშრომლებს ერთმანეთში ურთიერთობაში დაეხმარონ. ბოლო ორი წელია, რაც დისტანციურმა მუშაობამ ადამიანებს წაართვა თანამშრომლებთან უშუალოდ ურთიერთობის ფუფუნება. ამდენად, მათი დაახლოება სასარგებლო იქნებოდა საქმისთვის. შესაძლოა, ამ ყველაფერს საჭიროდ და აუცილებლად არ მიიჩნევთ, თუმცა რეალურად ასეთი ძალისხმევა საქმეში ჩადებული ინვესტიციაა. გააძლიეროთ ურთიერთობები ნიშნავს გაზარდოთ პროდუქტიულობა და თანამშრომლებს კმაყოფილება, რომელთა გარეშეც კომპანია ვერ იმუშავებს.

შეამცირეთ წნეხი ზემოდან

როდესაც პროდუქტიულობის შემცირებაზეა საუბარი, გახსოვდეთ, რომ არავინ გთავაზობთ წარმადობა შეამციროთ. საკითხი სხვაგვარად დგას – უნდა დაუჭიროთ მხარი თანამშრომელთა მისწრაფებას და იზრუნოთ, რომ ისინი ნაკლებად დაჭიმულები და მეტად მოტივირებულები იყვნენ. უამრავი მაღალი რგოლის მენეჯერი არ აქცევს ყურადღებას ურთიერთობებს, არ უხსნის იმ საბაზრო წნეხს, რასთანაც კომპანიას უწევს გამკლავება. ისინი ვერ იაზრებენ, რომ თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია ასეთი დეტალების ცოდნა, ისინი უკეთ იაზრებენ თავიანთ როლს კომპანიის განვითარებაში და ზრუნავენ, რომ საკუთარი ძალისხმევაც ჩადონ საერთო საქმეში.

 

წყარო: HBR



ხელოვნურმა ინტელექტმა ბოულინგის მომღიმარი ბურთები შექმნა

ფინტექების და ტექნოლოგიების ეპოქა – Visa კავკასიის რეგიონში