in

ფერი და ვიბრაცია, როგორც ვიქტორ ედდეს ფოტოგრაფიის საფუძველი

“ფერებს მოაქვს ის ელასტიკურობა, რომელიც ობიექტებისგან მეტის მიღებას გვაიძულებს”

ვიქტორ ედდესთვის ფოტოგრაფია მხოლოდ ჰობის სახით დაიწყო. “ქუჩების ფერადი სცენების, ბაზრის ქალების, ჩემი უმცროსი ბიძაშვილების ჩაცმულობის გადაღება… მაშინ ეს დიდ საქმედ არ მეჩვენებოდა. მაგრამ მინდა ვიფიქრო, რომ მოვლენების მთელმა ჯაჭვმა დაიწყო ჩემი, როგორც ფოტოგრაფის მოგზაურობის პროცესი”.

BOG
BOG

ვიქტორის შემოქმედების ყველაზე გამორჩეული თვისება მისი სითამამე და ფერების დამაჯერებელი გამოყენებაა. ტანსაცმლის, რეკვიზიტებისა და ცოცხალი ფონის ფერებზე ფოკუსირებას სცენებში ვიზუალური პოზიტივი შემოაქვს — “ფერებს მოაქვს ის ელასტიკურობა, რომელიც ობიექტებისგან მეტის მიღებას გვაიძულებს”.

ფოტოგრაფის ფერადოვნების უნარის ბრწყინვალე დემონსტრაციად შეგვიძლია ჩავთვალოთ პორტრეტი “და ყველაფერი შეჩერდა”. ეს ვიქტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფოტოა, რომელმაც, მისი აზრით, საბოლოოდ მიიპყრო ხალხის ყურადღება.

© Victor Eddeh

“ადამიანთა უმეტესობა ნამდვილად არ იღებს იმ დიდებას, რომელსაც იმსახურებს” — აღნიშნავს ფოტოგრაფი. ამიტომაც, მის ნამუშევრებში თითოეული ადამიანი მთელი თავისი სილამაზით, გამორჩეული გარეგნობითა და საინტერესო პერსპექტივითაა წარმოდგენილი.

© Victor Eddeh
© Victor Eddeh
© Victor Eddeh
© Victor Eddeh
© Victor Eddeh
© Victor Eddeh

ნახეთ, რომელი არტისტები აღმოჩნდნენ M&M’s-ის მუსიკალურ შეფუთვაზე

ანიმაციური სუპერთაღლითები ველოსიპედის მოპარვას ასე ცდილობენ!