7
Nov
2019

„სმარტფონებს“ მენსტრუაციული ციკლის ემოჯი დაემატა

7 Nov 2019

„სმარტფონის“ მომხმარებლები, მენსტრუალურ ციკლზე ახლა უკვე ემოჯიებით ისაუბრებენ. ეს Apple’s -ის  ბოლო განახლების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

ემოჯი, რომლის გამოსახულებაც სისხლის წვეთია, იმ 230 სიმბოლოს შორისაა, კომპანიამ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში რომ დააანონსა, ახლა კი უკვე ფუნქციური გახადა.

როგორც გამოცემა Independent წერს, მენსტრუაციული ციკლის ემოჯი ქალთა უფლებების დასაცავად დაწყებულ, Plan International-ის გლობალურ კამპანიას მოჰყვა. მისი შექმნის მთავარი მიზანი ამ თემაზე საზოგადოებაში არსებული სტიგმის დაძლევაა.  უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოზარდთა უმეტესობას მენსტრუალურ ციკლზე საუბარის რცხვენია, რადგან ხშირად, თანატოლების [გოგოების/ბიჭების] მხრიდან დაცინვის საგანი ხდება.

ემოჯის განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩვენს ციფრულ და ემოციურ ლექსიკონში. ის არღვევს ქვეყნებისა და კულტურის საზღვრებს. მენსტრუაციული ციკლის სიმბოლოს გამოყენება ყოველდღიურ დიალოგებში ჩვეულებრივ თემად აქცევს მას“, – ამბობს Plan International UK-ის ციფრული სტრატეგიისა და განვითარების მენეჯერი კარმენ ბარლოუ.

განხილვა