in

პეროვსკიტის ბადურას სინათლისა და ხელნაწერი ნომრების ამოცნობა შეუძლია

მას რობოტიკასა და სხვა ტექნოლოგიებში გამოიყენებენ

მკვლევრებმა პეროვსკიტის მასალებისგან ხელოვნური ბადურა შექმნეს, რომელსაც ადამიანის თვალის მსგავსად, სინათლისა და ხელნაწერი ნომრების ამოცნობა შეუძლია. ალბათ, ფიქრობთ, რომ მას ჩვენთვის გამოიყენებენ, მაგრამ შემქმნელები ბადურას კამერებისა და რობოტებისთვის, მათი ხედვის გასაუმჯობესებლად ქმნიან.

როგორც იცით, ადამიანებისა და სხვა ძუძუმწოვრების თვალები ბადურაში არსებული ფოტორეცეპტორული უჯრედების დახმარებით მუშაობს, შეიწოვს ფოტონებს და ტვინში ელექტრულ სიგნალებს აგზავნის. KAUST-ის მკვლევრებმა კი ეს პროცესი ხელოვნურ მოწყობილობაშიც გამოიყენეს. მათთვის ბადურას მთავარი ნაწილი პეროვსკიტია — სინათლის შთანთქმისთვის იდეალური მასალა, რითაც გუნდმა სენსორი დაამზადა.

მოწყობილობას მოძრაობა, ადამიანის ბადურას მსგავსად შეუძლია. იგი ტესტებში სხვადასხვა ფერის LED-ის გამოყენებით განათდა და ჩვენი თვალების რეაქციას ძალიან ჰგავდა… მეტიც, მან 72-პროცენტიანი სიზუსტით ხელნაწერი რიცხვების ამოცნობაც შეძლო.

კვლევის საბოლოო მიზანი კი ეფექტური ნეირომორფული ხედვის სენსორების შემუშავებაა, რომელიც ენერგიაზე არ იმუშავებს და ბევრად გაუმჯობესებულ კამერებს შემოგვთავაზებს.

ფოსტერ საკიამას დინამიკური ნახატების მკვეთრი ხაზები

პატარა უფლისწულთან შეხვედრა პარიზის ორიგინალურ გამოფენაზე