მოდით ისე ვისაუბროთ, თითქოს, ამ მესკალს მთვარის შუქზე ვსვამდეთ. ოღონდ რაღაც მარტივი წვეულება არ წარმოიდგინოთ, რადგან ამ ბოთლში მემკვიდრეობაა ჩატეული… რელიეფური ნაჰუალი — მითური არსება, რომელიც პიროვნულ ტრანსფორმაციას განასახიერებს — მხოლოდ დეკორაცია არ გახლავთ, ბოთლში ცხოვრობს და თითქოს ჩვენი თითოეული ყლუპის სადარაჯოზე დგას. ამიტომ აქ შუშის ტექსტურაც გაგრძნობინებთ, რომ რაღაც უბრალო სასმელს კი არა, რელიკვიას სვამთ.
ტიპოგრაფია კი ცალკე ამბავია. VERDE ქვემოდან აწერია სახელს, რათა ჩვენი ტვინიც დააინტერესოს და ეტიკეტზე ორჯერ შეხედვა გვაიძულოს. თამამი და ვინტაჟურია, რითაც მის ისტორიაზეც გვიყვება. უდავოდ, რაღაც იშვიათისა და დაუმორჩილებლობის შეგრძნებებსაც ბადებს ისე, რომ არც სიმეტრიულობაზე თქვას უარი.

კიდევ ერთი დახვეწილი დეტალი ამ შეფუთვაში ქვემოთ არსებული ეტიკეტის სივრცის გამოყენებაა, რომელზეც დიდი ასოებითა და სუფთა ტიპოგრაფიით ENSAMBLE-ს სახელს ვკითხულობთ. ეს უკანასკნელი ირიბად მესკალის წარმოშობისა და სერტიფიკატის შესახებ მიგვითითებს.

თუ დააკვირდებით შეფუთვა არც გადატვირთულია და არც განსხვავებული ადგილის მოპოვებას ცდილობს ოქროსფერი დეტალებით. პირიქით, იმდენად თავდაჯერებულია რომ ყველაფერი მინიმალისტურად შემოგვთავაზა.

შედეგად, უბრალოდ იმას კი არ სვამთ, რაც მოთლში ინახება, არამედ მთელ მითოსს თავადვე გამოცდით. გულწრფელებიც რომ ვიყოთ, ეს არც ისე მარტივი ამბავია პრემიუმ სასმელების ინდუსტრიაში…

Perro Verde-ს ბრენდინგზე Siegenthaler &Co-მ იმუშავა.




















