in

როგორ ვუყუროთ პერსეიდების წვიმას სავსე მთვარის დროს?

წელიწადში ერთხელ, ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს ბოლომდე, დედამიწა Swift-Tuttle-ის კომეტის მიერ წარმოქმნილ კოსმოსურ გროვასთან ხვდება, რომელიც ჩვენს პლანეტას ათასობით პატარა კოსმოსური ქვებით უტევს, მათი ზომა ქვიშის მარცვალსაც კი არ აღემატება. ამ ყოველწლიურ მოვლენას კი პერსეიდების მეტეორთა წვიმას უწოდებენ ან უბრალოდ პერსეიდებს. 

M2
M2

წელს კი პიკი 11 და 12 აგვისტოს იქნება. თუმცა ამას ნათელი სავსე მთვარის არსებობაც დაემთხვა, რაც მის ხილვას ცოტათი გაართულებს. NASA-ს თქმით, მსგავსი პიკის დროს საათში 10-დან 20-მდე მეტეორის დანახვას შეძლებთ. აი, სავსე მთვარე რომ არ ყოფილიყო, ეს მაჩვენებელი 60-საც კი მიაღწევდა. თუმცა ამ პიკამდე რამდენიმე ვარსკვლავის ჩამოვარდნაც შეგიძლიათ ნახოთ და სურვილის ჩაფიქრებაც მოასწროთ. 

პერსეიდების დანახვა კარგად რომ მოახერხოთ, Space.com ყველაზე ბნელი ადგილის პოვნას გირჩევთ. სავარაუდოდ, თქვენს თვალებს სიბნელესთან შესაგუებლად 30 წუთი დასჭირდება და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ. შემდეგ კი უკვე ჩრდილოეთით პერსევსის თანავარსკვლავედისკენ გახედვასაც მოახერხებთ.

IKEA-ს სურს, რომ თქვენს შვილს მაგიდის ან კარადის სახელი დაარქვათ

MIT-ის მეცნიერებმა ახალი ტიპის კიბორჩხალა-კამერა შეიმუშავეს