თუ მარსზე მართლა არსებობს სიცოცხლის ნიშნები, არსებობს შანსიც, რომ ეს Perseverance-ის როვერს უკვე ნანახი ჰქონდეს. ყოველი შემთხვევისთვის, მეცნიერები ასე ფიქრობენ. მიწისქვეშა რადარის სურათებით ვარაუდობენ, რომ იგი ეძებს საუკეთესო ადგილს გაქვავებული მიკრობული სიცოცხლის აღმოსაჩენად. ამასთან, Percy-ის რობოტმა მკვლევარმა უკვე დაადასტურა, რომ სულ მცირე ერთი კრატერი არსებობს მარსზე ისეთი, რომელიც ადრე წყლით იყო სავსე.
დიახ, მეცნიერებს აქვთ საფუძველი, ივარაუდონ, რომ Jezero Crater ოდესღაც დელტას სისტემას მოიცავდა, რადგან მის ზედაპირზე დამშრალი ტბის მსგავსი ნიშნებია. სწორედ ამიტომ გაუშვეს 2021 წლის თებერვალში მარსის როვერი კრატერის შესასწავლად. გამოდის, მეცნიერებს ახლა უკვე შეუძლიათ კრატერის ქვეშ ჩახედვა. უკვე აღფრთოვანებულნიც კი დარჩნენ, რადგან Percy-მ არამიწიერ სიცოცხლის ნიშნებს მიაგნო.
„ორბიტიდან შეგვიძლია დავინახოთ განსხვავებული სივრცეების ნაკრები, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით, ის, რასაც ჩვენ ვხედავთ, მათი თავდაპირველი მდგომარეობაა თუ გრძელი გეოლოგიური ამბის დასკვნა. იმისათვის, რომ გავიგოთ, როგორ ჩამოყალიბდა ისინი, ჩვენ ზედაპირის ქვეშ უნდა ჩავიხედოთ“, — განმარტავს დეივიდ პეიჯი, მეცნიერი.
აქ კი მშვიდად შეგვიძლია ვიყოთ, რადგან Persevarence-ს 7 ხელსაწყო აქვს, რათა დაადგინოს ყინული, წყალი თუ მარილიანი შემადგენლობები მტვრიანი ზედაპირის ქვეშ 10 მეტრზე. მას ნიადაგის ფენების რუკაც შეუძლია, შეადგინოს. ხოლო ის მონაცემები, რომლებიც როვერმა ახლახან მოგვაწოდა მარსის ზედაპირის უპრეცედენტო ხედვას სთავაზობს მკვლევრებს, რომლებიც ეჭვობენ, რომ იქ ოდესღაც ტბა უნდა ყოფილიყო…
აღნიშნული სურათები ახლა გვეუბნება, რომ, უდიდესი ალბათობით, ის, რაც მკვლევართა საერთაშორისო გუნდმა თქვა, სწორი იყო — 4 მილიარდი წლის კრატერი ასტეროიდის ზემოქმედების შედეგად შეიქმნა და შემდგომში ნალექითა და კლდოვანი მასით შეივსო. აღსანიშნავია ისიც, რომ აღმოჩენები RIMFAX-ის წინა მონაცემებსაც ესადაგება, რომლის თანახმადაც კრატერში მოულოდნელი ფერდობები გამოავლინეს. ეს უფრო ახალგაზრდა ნალექი კრატერში წყლის ან ვულკანური აქტივობის გამო შეიძლებოდა მომხდარიყო, თუმცა Percy-ის ახალი მონაცემები, მაინც მანამდე არსებულ ჰიპოთეზას უჭერს მხარს.
Jezero-ს დასავლეთ კუთხეში მიწისქვეშა ნალექების ჰორიზონტალური ფენები ისეა განლაგებული, რომ დედამიწაზე არსებულ ტბას მოგაგონებთ. მისი სიგრძე 7 კილომეტრი უნდა ყოფილიყო, წყლის დონე კი ცვალებადი, რომელიც, დელტას მსგავს ქსელებს ქმნიდა და ტბას აყალიბებდა. თუმცა, რა იყო რეალურად, ამას კვლავ ახალი კვლევებით სჭირდება დადასტურება.
აღსანიშნავია ისიც, რომ Percy-ის მონაცემებში ორგანული ნაერთების დამაინტრიგებელ ნიშნებს მიაგნეს, თუმცა ჯერ ვერ ვიტყვით, მოდის თუ არა ისინი ბიოლოგიური ან გეოლოგიური წყაროებიდან.
„ამ მოვლენათა თანმიმდევრობა აძლიერებს ვარაუდს, რომ Jezero-ს კრატერს აქვს მდიდარი გეოლოგიური ისტორია, რაც მარსზე ფართომასშტაბიანმა ცვლილებებმა განაპირობა. ახლა კი ცოტა კიდევ უნდა დავიცადოთ, Perseverance-ის ნიმუშებსა და მათ ანალიზს დაველოდოთ“, — აცხადებენ მკვლევრები.