in

როგორ მიდის მარსზე სიცოცხლის ნიშნების ძიების პროცესი?

ადრე თუ გვიან მარსზე ცხოვრებას რომ ვაპირებთ, სწორედ ამიტომ გაეშურა 2021 წლის თებერვალში Perseverance-ის როვერი წითელი პლანეტისკენ. იქ სიცოცხლის ნიშნების ძიება დაიწყო და ამ ამბიდან უკვე 1000 დღე გავიდა. როგორც ვიგებთ, როვერს შესანიშნავი შედეგები აქვს — ჯეზეროს კრატერის სხვადასხვა გეოლოგიური სივრციდან 23 ნიმუში შეაგროვა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს ტერიტორია ოდესღაც უძველესი ტბის სამყოფელს წარმოადგენდა და თუ სადმე არსებობს მარსზე უძველესი სიცოცხლის ნიშნები, სწორედ აქ უნდა ვეძებოთ.

M2
M2

ყველაფერი კი 2020 წლის 30 ივლისს დაიწყო, როცა გიგანტური Atlas V-541 რაკეტა, Perseverance-თან ერთად, ფლორიდიდან გაეშვა. მან დაახლოებით 7 თვის შემდეგ მიაღწია მარსის ატმოსფერომდე და წარმატებით დაეშვა პარაშუტებისა თუ რეტრორაკეტების ნაკრების წყალობით. როვერის მთავარი მიზანი მარსზე გეოლოგიის, კლიმატისა და ატმოსფერული პირობების შესწავლაა.

რაც შეეხება ჯეზეროს კრატერს, ამაზე იმიტომ შეაჯერეს არჩევანი, რომ კვლევების თანახმად, კრატერი ოდესღაც უძველესი ტბით იყო სავსე. სიცოცხლის ევოლუციისთვის კი წყალი მთავარ ინგრედიენტად ითვლება და თუ აქ ტბა იყო, ბევრად მაღალი იქნებოდა სიცოცხლის განვითარების ალბათობაც. გვეუბნებიან, რომ ჯეზეროში არსებული ქვების შესწავლა ისტორიის ფურცლების გადაშლას ჰგავს, რომელიც ძველი გარემო პირობების შესახებ გვიყვება…

ისიც გავიხსენოთ, რომ კრატერების უმრავლესობა მზის სისტემაში რაღაც ზეგავლენის შედეგად იქმნება, ჯეზეროს შემთხვევაში, საქმე ასტეროიდის ზემოქმედებასთან გვაქვს დაახლოებით 4 მილიარდი წლის წინ… მის ძირში მალევე აღმოაჩინეს ქვების ფენა, რომელიც მაგმისგან ჩამოყალიბდა და ზედაპირზე ვულკანური აქტივობის შედეგად მოხვდა. მას შემდეგ კი ქვიშისა და ტალახისგან მიღებული სხვა ტიპის ქვებიც აღმოაჩინეს, რომლებიც მარსის შორეულ წარსულში წყლის არსებობაზე მიგვითითებს.

ახლა კი უკვე Perseverance-მა წითელი პლანეტის შესწავლის 1000 დღე დაასრულა, დიდი სიფრთხილით შეაგროვა ქვის ნიმუშები და ასე დაასრულა უძველესი ტბის ადგილის გამოკვლევა. უფრო კონკრეტულად, ერთ-ერთი ნიმუში Lefroy Bay წვრილი მარცვლების სახით სილიციუმს შეიცავს — ეს მასალა დედამიწაზე ჩვეულებრივ გვხვდება და ცნობილია, რომ ნამარხების შესანარჩუნებლად გამოდგება. ზოგი ნიმუში კი ფოსფატისგან შედგება, რომელიც დედამიწაზე უმეტესად ბიოლოგიურ პროცესებს უკავშირდება. ორივე მათგანი შეიცავს ნახშირბადს და, შესაძლოა, იმ გარემო პირობების შესასწავლად გამოვიყენოთ, რომელშიც ქვა ჩამოყალიბდა.

არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯეზეროს კრატერი საკმაოდ დიდ სივრცეს მოიცავს, 45 კილომეტრია, შესაბამისად, ის, თუ საიდან უნდა აეღო როვერს ქვის ნიმუშები, საკმაოდ დიდი გამოწვევა გახლდათ. თუმცა როგორც კი განსაზღვრეს სამიზნე ადგილი, Perseverance-მა თავისი აბრაზიული ხელსაწყო გამოიყენა, შემდგომ კი PIXL-ს (Planetary Instrument for X-ray Lithochemistry) მიმართა.

აღსანიშნავია, რომ ბორტზე არსებულ ინსტრუმენტებს აქვს უნარი, დაადგინოს როგორც მიკროსკოპული ნიადაგის მსგავსი სტრუქტურები, ისე ქიმიური ცვლილებები, რომლებსაც უძველესი მიკრობები გვთავაზობს. თუმცა მართალია, Perseverance-ის როვერმა მთელი ამ დროის მანძილზე საოცარი ოდენობის ნიმუში შემოგვთავაზა, მაგრამ ჯერჯერობით მათ შორის სიცოცხლის ნიშნებს ვერ ვხედავთ…

როგორ მოვყვეთ დამაჯერებელი ამბავი ბრენდის შესახებ?

ნაცრისფრის ძალა New Balance-ის ვიდეორგოლში