in

ნახეთ: Perseverance-მა მარსზე მზის დაბნელება გადაიღო

NASA-ს Perseverance როვერმა, Mastcam-Z კამერის სისტემით, მარსის თანამგზავრის, ფობოსის, მზის დაბნელება გადაიღო. როგორც ამბობენ, ეს მარსის ზედაპირიდან ამ დრომდე გადაღებული ყველაზე მაღალი რეზოლუციის ვიდეოა.

M2
M2

ვიცოდი, რომ კარგი გამოვიდოდა, მაგრამ არ მეგონა, თუ ასე გასაოცარი იქნებოდა, — ამბობს რეიცელ ჰოუსონი, Mastcam-Z გუნდის ერთ-ერთი წევრი.

ეს მნიშვნელოვანია, რადგან მზის დაბნელებაზე დაკვირვებით მეცნიერებს საშუალება აქვთ, ფობოსის ორბიტაზე არსებული ცვლილებები გაზომონ. დროთა განმავლობაში კი ეს მიგვანიშნებს, თუ რამდენად მდგრადია ქერქი ან მანტია და, ზოგადად, რას შეიცავს იგი.

მარსის ორივე თანამგზავრი, ფობოსი და დეიმოსი, ჯერ კიდევ 1877 წელს ასაფ ჰოლმა, ამერიკელმა ასტრონომმა, აღმოაჩინა. თანამგზავრებს სახელი თავადვე შეურჩია, რომაული მითოლოგიის პერსონაჟის არესის შვილების „პატივსაცემად“. საინტერესოა ისიც, რომ ფობოსი შიშს ნიშნავს, რაც ლოგიკურიც შეიძლება იყოს, თუ მის უსწორმასწორო ზედაპირს დავაკვირდებით…

იგი დეიმოსზე დიდი ზომისაც არის, თუმცა დედამიწის მთვარეზე 157-ჯერ პატარაა. კონკრეტულად კი ფობოსის დიამეტრი 27x22x18 კილომეტრია. ყოველ ას წელიწადში მარსს ექვსი ფუტის სიჩქარით უახლოვდება. ხშირად იმდენად ახლოსაც არის პლანეტის ზედაპირთან, რომ მისი დანახვა ზოგიერთი ადგილიდან შეუძლებელია. რაც შეეხება თანამგზავრის სიჩქარეს, თუ ვარაუდებს დავეყრდნობით, მსგავსად, ფობოსი 50 000 000 წელიწადში, წითელ პლანეტას დაეჯახება…

ბოლო 18 წლის განმავლობაში კი მარსის თანამგზავრი რამდენიმე როვერმა დააფიქსირა. მაგალითად, 2004 წელს Spirit and Opportunity როვერებმა მარსის თანამგზავრის ტაიმლაფსისგადაღება მოახერხა, 2019 წელს კი NASA-ს Curiosity-მ კონკრეტული მოვლენის ვიდეო ჩაწერა.

Audi RS Q e-tron – 2022 წლის ყველაზე საინტერესო სარბოლო მანქანა

რას აკეთებენ საუკეთესო მომხსენებლები განსხვავებულად?