in

Perseverance-მა მარსზე კოსმოსური სელფი გადაიღო!

როვერმა ეს მის რობოტულ მკლავზე დამაგრებული კამერით შეძლო

ჯერ ორი თვეც კი არ გასულა მას შემდეგ, რაც NASA-ს როვერი Perseverance წითელ პლანეტაზე დაეშვა და უკვე შეითვისა Curiosity-ის შესანიშნავი ჩვევები! თუმცა ამ შემთხვევაში არა თუ მეცნიერულ  ასპექტზე, არამედ იმ ფაქტზე ვსაუბრობთ, რომ Persy, მისი წინამორბედის მსგავსად, სელფის გადაღებაში საკმაოდ კომპეტენტურია.

როვერი მართლაც გვანებივრებს ფოტოებით, როგორც მარსის გარემოს, ისე საკუთარი ნაწილების კადრებით, მაგრამ 6 აპრილს გამოგზავნილი ფოტო განსაკუთრებით გამორჩეული იყო. Persy-მ, რობოტულ მკლავზე დამაგრებული SHERLOC WATSON-ის კამერის გამოყენებით, ბრწყინვალე სელფი გადაიღო.

სელფში როვერის თავსა და “სახეს” ვხედავთ, რომელზეც, წითელი პლანეტის დასაფიქსირებლად, კამერებია დამონტაჟებული. დიდ მრგვალ წრეს SuperCam წარმოადგენს – ლაზერითა და სპექტომეტრით აღჭურვილი კამერა, კლდის ნიმუშების ანალიზისთვის; მის ქვემოთ ორი მართკუთხა ლინზაა, რომელიც 3D და პანორამულ სურათებსა თუ ვიდეოებს იღებს.

ფოტოს ბოლოში კი, მარსის გარემოს დინამიკის ანალიზატორი (MEDA) ჩანს. ის სპეციალური სენსორებითაა აღჭურვილი, რათა მარსის ამინდს, პლანეტის წითელი მტვრის რაოდენობას და ნაწილაკების ზმას დააკვირდეს. MEDA-ს მიერ გამოანგარიშებული ამინდის მონაცემები სულ ახლახან გახდა ცნობილი – კრატერში ტემპერატურა 30 წუთის ინტერვალით მინუს 20 გრადუსიდან, 25.6 გრადუსამდე დაეცა.

ამის პარალელურად, Curiosity კვლავ განაგრძობს სელფების გადაღებას. 26 მარტს მან პანორამული სურათი გამოაგზავნა, სადაც თავად და მის გარშემო არსებული ლანდშაფტია ასახული. როგორც ჩანს, რვაწლინახევრის შემდეგ როვერის ზედაპირი საკმაოდ დიდი რაოდენობის პლანეტის მტვრითაა დაფარული. თუმცა ამის მიუხედავად, Curiosity აქტიურად განაგრძობს მისიის შესრულებას, მაშინაც კი, როცა მტვრის ქარიშხალი მძვინვარებს.

როგორ ვუშველოთ “გადაწვას” მუშაობით?

Cannes Lions-ის ფესტივალი წელსაც ციფრულად გაიმართება