in ,

Persil-ის ახალი კამპანია თანამედროვე ბავშვებისათვის, რომლებიც პატიმრებზე ნაკლებ დროს ატარებენ ეზოში

Persil-ის გაყიდვების განყოფილების ასეთი დასკვნა სარეცხი საშუალებების გაყიდვების შემცირებამ განაპირობა.  ამის მიზეზად დასახელდა ფაქტი, რომ ბავშვები ცოტა დროს ატარებენ გარეთ, მეტად არიან მიჯაჭვული თანამედროვე ტექნოლოგიებზე, შესაბამისად, ნაკლებად ესვრებათ ტანსაცმელი.

BOG

კომპანიამ დაიწყო პროპაგანდა “The Dirt Is Good”. ამგვარად, ის ბავშვებს მოუწოდებს, მეტი დრო გაატარონ გარეთ და ფიზიკური თამაშით დაკავდნენ. ფიზიკური აქტივობა ჯანმრთელობისათვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

 

 

ბრენდმა  Unilever და სააგენტომ MullenLowe London ჩაატარეს პატიმრების ერთობლივი გამოკითხვა. მოგეხსენებათ, მათ დრო შეზღუდული  აქვთ ჰაერზე სამყოფად და ფიზიკური აქტივობისთვის.

– მართალია, პატიმრებისა და თავისუფალი ადამიანების შედარება არაკორექტულია, მაგრამ ნებაყოფლობით შენობაში უმოძრაოდ გამოკეტვაც არ არის ლოგიკური, – აცხადებენ პატიმრები. დაკვირვება კი აჩვენებს, რომ ბავშვების უმეტესობა 2 საათზე ნაკლებს ატარებს გარეთ.

ასეთი მიდგომით, Persil ცდილობს ორი საქმე გააკეთოს: გაზარდოს მოსახლეობის ფიზიკური აქტივობა, რის ხარჯზეც გაიზრდება სარეცხი საშუალებების გაყიდვაც.

Batman VS Superman – როგორც მარკეტინგული პროდუქტი

Sony-მ წიგნების კითხვა ზღაპრულ პროცესად გადააქცია