in

TIME-მა გრეტა ტუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა

სულ ცოტა ხნის წინ ჟურნალმა Time-მა შვედი აქტივისტი, 16 წლის გრეტა ტუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა. სწორედ ამავე სათაურით გრეტა ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, წარწერით “ახალგაზრდობის ძალა”.

BOG
BOG

ეს სწორედ ის გრეტაა, რომელიც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მებრძოლ ახალგაზრდა აქტივისტების მოძრაობას უდგას სათავეში. რამდენიმე თვის წინ იგი ნორვეგიის ერთ-ერთი მემარცხენე პარტიის სამმა წევრმა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზეც წარადგინა.

გარდა იმისა, რომ გრეტა აქტიურად აწყობდა კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართულ აქციებს, იგი მას მერე კიდევ უფრო პოპულარული გახდა, რაც ამ წლის სექტემბერში გაეროს კლიმატის საკითხზე გამართულ სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლა კი იმდენად ემოციური იყო, რომ საზოგადოების ერთ ნაწილში მძაფრი კრიტიკა, მეორეში კი – თანაგრძნობა გამოიწვია.

VINO&VINO-ს პირველი ღვინის მაღაზია საქართველოში

ევროპაბეთმა “პასუხისმგებლიანი თამაში” დაიწყო