in ,

Person – ქართული ბიზნესი, რომელიც სამოსს მხოლოდ ინტერნეტში ყიდის!

Startauperi
Startauperi

Person LogoPerson.ge ქალისა და მამაკაცის სამოსის ქართული ბრენდია, რომელიც მხოლოდ ინტერნეტ სივრცეში იყიდება.

„პერსონის“ იდეის ავტორი და შემქმნელის, დირექტორის ლევან ბერძენიშვილის თქმით, მომხმარებელს გამორჩეული ხასიათის სამოსს სთავაზობენ, რომელიც  სოციალურად აქტიურ ადამიანებზეა გათვლილი. რაც შეეხება პროდუქტის გაყიდვას, სამოსი მხოლოდ „ონლაინ“  თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით და მომდევნო კოლექციების საზღვარგარეთ გატანის მიზნით იყიდება.

M: რას სთავაზობთ  მომხმარებელს  და  ვისთვისაა Person – ი ?

Person -ი მომხმარებელს სთავაზობს ქალისა და მამაკაცის ტანისამოსს, რომელიც არ სთავაზობს ცხოვრების წესს, ცდილობს მოერგოს მას, როგორიც არ უნდა იყოს ის. მამაკაცის კოლექცია მარტის ბოლოდან გამოჩნდება. ჩვენი ყველა მოდელი მცირე რაოდენობით იკერება და გამიზნულია პერსონებისათვის კომფორტის შესაქმნელად: როგორებიც არიან, სადაც არიან, რასაც აკეთებენ და ა.შ.

M: Person –ის დიზაინერი არის ვასკა ტაბატაძე. მისი სტილი და ტექნოლოგია, ალბათ, შენარჩუნებულია. სხვა დიზაინერები თუ ითანამშრომლებენ თქვენთან?

ვასკას  ხედვასა და ტექნოლოგიებს, რა თქმა უნდა, „პერსონთან“ შეხვდებით. მან შექმნა Person–ის პირველი, გაზაფხულის კოლექცია. „პერსონის“  შექმნაში სხვა დიზაინერებიც მიიღებენ მონაწილეობას. დიზაინერებთან მუშაობისას, ცხადია, ერთი და დიდი ამოცანა იქნება პერსონის კონცეფციის პროდუქციად  ქცევა, რაც თავისთავად მოიცავს სასიამოვნო ხარისხს და მეგობრულ ფასებს.

M: რატომ მხოლოდ ინტერნეტ მაღაზია? განვითარებას თუ გეგმავთ და რა მიმართულებით?

დიახ, Person-ის  პროდუქტს მომხმარებელს ინტერნეტ მაღაზიის საშუალებით სთავაზობს. ჩვენი მთავარი მოტივი, რამაც განსაზღვრა შეთავაზების ეს ფორმა, ამ პლატფორმის თანამედროვე და მრავალფეროვანი შესაძლებლობებია. საზღვრების დაძლევისთვის ინტერნეტი ჯერჯერობით საუკეთესო საშუალებაა.
მომდევნო კოლექციები სხვა ქვეყნებშიც იქნება პერსონებისათვის ხელმისაწვდომი.

12768375_1274824299199661_3883573692953076075_o


M:
მხოლოდ
ინტერნეტ გაყიდვებით რატომ შემოიფარგლებით? ეს როგორც ბიზნესი, რამდენად მომგებიანია?

ციფრული მარკეტინგი და ვაჭრობა ინტერნეტში ჩვენთვის კარგი არჩევანია. ინტერნეტ მომსახურება მრავალფეროვანი, საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილების შექმნის შესაძლებლობებს მოიცავს.

12513897_1274744525874305_5434410506565309400_o

M: როგორი იქნება მომდევნო კოლექციები?

ზაფხულის კოლექცია უფრო ღია ფერებში იქმნება, თუმცა,  „პერსონის“ ტონები შენარჩუნდება და დაემატება. უფრო შორეულ კოლექციებზე საუბარი ნაადრევია, მონახაზების მიუხედავად.

 

M: თქვენი სამომავლო გეგმები:

Person მომხმარებლისგან მუდმივად მრავალფეროვან გამოცდილებას მიიღებს. მუდმივად განახლების პროცესში იქნება.  დაემატება მამაკაცის კოლექცია. მიმდინარე ქალის კოლექციასაც დაემატება ახალი ელემენტები.
ასევე, ვმუშაობთ ბავშვის ტანისამოსის, ქალისა და მამაკაცის აქსესუარების კოლექციაზე.  სამომავლოდ შევქმნით უნისექს პროდუქტს.

საიტის მისამართი:

www.person.ge



“ლიდერები გვირჩევენ ჩვენ” – ბენე ჯგუფი

ეპისკოპოსი, მოსამართლე და შოტლანდიელი – “BBDO”-ს ახალ რეკლამაში