in

ნახეთ: სახალისო პერსონაჟებად ქცეული ობიექტები

კეიტ ლარსენი ის არტისტია, რომელსაც აქვს უნარი, ერთი შეხედვით უსახური ან, უბრალოდ, ჩვეულებრივი ნივთები ლამაზ გამოსახულებებად აქციოს. ალბათ ვერასოდეს ვიფიქრებთ, რომ ჭუჭყიანი ჩაიდანი, ერთი ჩვეულებრივი ონკანი, ტანსაცმლის საკიდი და სხვა მსგავსი, საყოფაცხოვრებო ნივთი შეიძლება ხელოვნების ნიმუშად გადაიქცეს. თუმცა კეიტის წარმოსახვა საკმაოდ ფართოა, რის შედეგადაც უცნაური და ქარიზმატული პერსონაჟების ეკლექტიკური კოლექცია წარმოიქმნება.

არტისტი ხატავს და სახალისო პერსონაჟებად აქცევს იმ ობიექტებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით ცხოვრებაში, მაგრამ მათ, როგორც ხელოვნებას, ალბათ, ძალიან ცოტა ადამიანი და მხოლოდ მხატვრის თვალი თუ შეხედავდა.

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ნიმუში კეიტ ლარსენის მრავალფეროვანი ნამუშევრებიდან.

„შვლის ნუკრის სევდა, არწივის ტკივილი და ხმელი ფესვების ძახილი“ თბილისის ქუჩაზე – „ნიკოს” კიდევ ერთი მურალი

სიგნალის დაკარგვიდან იდენტობამდე — Cannes-ის 4 ტრენდი