დღესდღეობით პერსონაჟების შექმნის ბევრი მეთოდი არსებობს ციფრულ მედიაში, მაგრამ ტრადიციული მიდგომა, როგორიცაა ფანქრითა და აკვარელით ხატვა, მაინც აქტიურად გამოიყენება.
თუ ეს სფერო გაინტერესებთ და რჩევებს ეძებთ, როგორ შექმნათ ძლიერი, ექსპრესიული პერსონაჟები თქვენი ისტორიების გასამდიდრებლად, ეს სტატია თქვენთვისაა.
დაიწყეთ პერსონაჟის არსით და დასვით რამდენიმე კითხვა, რომლებსაც პასუხს მოუფიქრებთ:
- ვის როლშია თქვენი პერსონაჟი? მთავარი გმირია, კომიკური პერსონაჟია თუ სხვა?
- როგორია? მამაცი, მორცხვი, ცელქი თუ ბრძენი?
- რა ხდის მას განსაკუთრებულს? უცნაური ჩვევები, ნაკლოვანებები, საყვარელი გარეგნობა, თავდაჯერებულობა თუ სხვა?
სახასიათო გარეგნობის შესაქმნელად აუცილებელი არ არის რეალისტური პერსონაჟების შექმნა. გამოიყენეთ განსხვავებული ფორმები (დიდი თმა, პატარა ტერფები, დიდი ზომის ქუდი).
შეუხამეთ კონტრასტები (მაღალი + დაბალი, მრგვალი + წვეტიანი, რბილი + მკვეთრი).
ისწავლეთ მარტივი წესები, როგორიცაა ის, რომ დიდი თვალები გამოხატავს ექსპრესიულობასა და უმანკოებას. მრგვალი ფორმები მეგობრულობას და ა.შ.
მოიფიქრეთ, როგორ პოზიორობს პერსონაჟი
დინამიკურია თუ უფრო გაშეშებული, ნაკლებად მოძრავი? სხეულის ენა ძალიან მნიშვნელოვანია პერსონაჟის შექმნაში, ამიტომ არასოდეს გამოტოვოთ იგი.
გადახედეთ ისტორიულ სტილებს
შთაგონების წყაროსთვის ხშირად ხელოვნების ისტორია გვეხმარება. ვიქტორიანული ეპოქის ტიპური პორტრეტები ბევრი არტისტისთვისაა ხელსაჩაჭიდი.
გაითვალისწინეთ ფერები
პერსონაჟის ფერების შერჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ საერთო გარემო, რომელშიც ის მოხვდება.
აკეთეთ ჩანახატები
ხელოვნება მხოლოდ კომერციული მიზნებისთვის არაა განკუთვნილი. იდეების გასაფართოებლად უფრო ხშირად გააკეთეთ ჩანახატები.
არ შეუშინდეთ ექსპერიმენტებს
ახალი უნარების გასავითარებლად ექსპერიმენტები აუცილებელია. არ მოერიდოთ აბსტრაქციებს და ფანტაზიების გახსნას. ის, რაც ერთი შეხედვით სასაცილოდ გეჩვენებათ, შეიძლება ძალიან საინტერესო აღმოჩნდეს სხვებისთვის.
თემატური ფოკუსი
აიღეთ ისეთი თემატური ფოკუსები, როგორებიცაა, მაგალითად, შობა, ცხოველთა სამყარო და სხვა ნებისმიერი, რომელიც იმ სიუჟეტს ერგება, რომლისთვისაც ამ პერსონაჟს ქმნით.
პერსონაჟზე მუშაობისას ყველაზე მთავარია, არ შეგეშინდეთ ფანტაზიის გამოვლენის.