in

Pizza Hut-მა მარტო ჭამის მოყვარულებისთვის ერთკაციანი რესტორანი გახსნა

პიცის მარტო ჭამა გიყვართ თუ მეგობრებთან ერთად? ამ უკანასკნელს ბევრად მარტივად მოახერხებთ, თუმცა პიცის მარტო ჭამა ისე, რომ არავინ ჩაგეზიაროთ, დიდ გამოწვევას ჰგავს… ამიტომაც Pizza Hut-მა გადაწყვიტა, ერთკაციანი რესტორანი შეეთავაზებინა მომხმარებლებისთვის — Personal Pan Pizza Hut პატარა იდეაა, რომელზეც ფიქრობენ, რომ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. 

მინიატიურული Pizza Hut ექსკლუზიურად ემსახურება Personal Pan Pizza-ს და სტუმრებს საშუალებას აძლევს, თავიანთი უახლესი პროდუქტები დააგემოვნონ, იქნება ეს პესტო, ცხარე სოუსი, ქათმის სოუსი თუ კარამელიზირებული ხახვი.

ჩვენ უბრალოდ პიცას არ გთავაზობთ — ხელახლა წარმოვიდგენთ, თუ როგორ შეიძლება გამოცადონ სტუმრებმა Personal Pan Pizza ინოვაციური, თანამედროვე და პერსონალიზებული გზით… ეს აერთიანებს იმას, რაც სტუმრებს ყოველთვის უყვარდათ ჩვენს ბრენდში: თანამედროვე ტოპინგები და რეცეპტები, ინოვაციური კონცეფციები და ინსტაგრამის ღირსი გამოცდილებები, — აცხადებს მელის ფრიებე, Pizza Hut-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი. 

Personal Pan Pizza Hut ამ ეტაპისთვის მხოლოდ ნიუ-იორკშია გახსნილი, თუმცა რადგან ერთ ადამიანზეა გათვლილი, სტუმრებს მისვლამდე დაჯავშნა მოუწევთ…

იშოპინგე კრიპტოზე – შეიძინე კრიპტო პირდაპირ საბანკო ბარათით

მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდასაჭერად, თიბისისა და EBRD-ს შორის 25 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა