1
Oct
2019

Google-ის ახალი აპლიკაცია, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ავტომატურად დარეკავს 911-ში

1 Oct 2019

veon
veon


XDA Developers-ის ცნობით, Google მუშაობს აპლიკაციაზე სახელად Personal Safety, რომელსაც ავტოსაგზაო შემთხვევის ამოცნობა და მასზე რეაგირება შეეძლება. კერძოდ, სხვადასხვა სენსორის, ასელერომეტრისა და მიკროფონის გამოყენებით, აპლიკაცია დაადგენს ავარიის შემთხვევას და დარეკავს 911-ში. მუშაობის პრინციპი ასეთია – ავტოავარიის შემთხვევაში, აპლიკაცია რთავს ხმამაღალ განგაშის სიგნალს. თუ სიგნალს არ გამორთავთ, რამდენიმე წამში, Personal Safety ავტომატურად დარეკავს 911-ში და გადასცემს თქვენს ლოგაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურს.

სავარაუდოდ, დასაწყისისთვის, აპლიკაცია მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი და ალბათ, მისი გავრცელება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ამ კუთხით, რამდენად ითანამშრომლებენ სხვადასხვა ქვეყნების საგანგებო სიტუაციების სამსახურები Google-თან. უფრო დეტალური ინფორმაცია ახალი აპლიკაციის შესახებ​ Google’s Pixel 4-ის პრეზენტაციაზე, 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

 

 

განხილვა