პერსონალური ბრენდის შექმნა შემოქმედებით სფეროში მოღვაწე ადამიანთა უმრავლესობისთვის ნაკლებად მიმზიდველია, რადგან ამაში უმეტესად საკუთარ თავზე გაზვიადებულად საუბარს მოიაზრებენ, არადა, უფრო სიღრმისეულად რომ შევხედოთ საკითხს, ეს რაღაც უსირცხვილო თვითრეკლამირებას სულაც არ ნიშნავს, სიცხადეს, ავთენტურობასა და მნიშვნელოვანი კავშირების ჩამოყალიბებას ეხება. და როგორ უნდა დაოსტატდეთ პერსონალური ბრენდის შექმნაში? დასაწყისისთვის შემდგომი 6 წიგნი გამოგადგებათ:
1. Show Your Work! — Austin Kleon
შემოქმედებითი ინტროვერტებისთვის ოსტინის წიგნი ნამდვილი შვებაა. აგრესიული მარკეტინგული ტაქტიკების ნაცვლად, ავტორი მარტივად საკუთარი შემოქმედებითი პროცესის გაზიარებისკენ მოგიწოდებთ, რათა თავად ნამუშევრებმა ისაუბროს თქვენზე — „ეს არ არის თვითრეკლამირება, ეს საკუთარი თავის აღმოჩენაა“.
ამ წიგნს განსაკუთრებულს მდგრად ჩვევებზე ფოკუსირება ხდის, მაგალითად, რაღაც პატარა ამბის ყოველდღიურად გაზიარება და არა, გრანდიოზულის. ყველა იმ ადამიანისთვის, რომელსაც ყურადღების მიქცევა სურს ისე, რომ ზედმეტსაც არ ყვიროდეს, ეს წიგნი იდეალური ვარიანტია პრაქტიკული სტრატეგიებით, რომლებიც, თავის მხრივ, პერსონალური ბრენდის შექმნის პროცესს მეტად ბუნებრივს ხდის.
2. You’re Not Lost — Maxie McCoy
უნდა ითქვას, რომ პერსონალური ბრენდი იმის გააზრებით იწყება, თუ ვინ ხართ და რა არის თქვენი მიზანი — სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა უჭირს შემოქმედებით სფეროში ჩართული ადამიანების უმრავლესობას. მაქსი კი პროფესიონალური იდენტობის გამორკვევაში გვეხმარება, ქმედით სავარჯიშოებს გვთავაზობს ჩვენივე ძირითადი ღირებულებებისა და ძლიერი მხარეების დასადგენად. ფოკუსი მასშტაბური კითხვებიდან პატარა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისკენ გადააქვს, რომლებიც პერიოდულად ჩნდება თქვენს კარიერულ გზაზე…
3. Building a StoryBrand — Donald Miller
ეს წიგნი კი უკვე ზოგადად ბრენდინგის შესახებ გვიყვება და სთორითელინგით პერსონალური ბრენდის შექმნას დიდად ამარტივებს. ავტორის მთავარი სათქმელი ის არის, რომ ეფექტური გზავნილები აუდიტორიას ამბის გმირად, თქვენ კი გიდად წარმოგაჩენთ. ხოლო, როცა ეს საკუთარ ბრენდზე გადაგვაქვს, ეს სასარგებლო პერსპექტივა ფოკუსს თვითრეკლამირებიდან მომსახურებაზე გადაიტანს.
თუ მარკეტინგული ენით საუბრები მოგბეზრდათ, ეს წიგნი კიდევ უფრო დაგაინტერესებთ. მოკლედ რომ გითხრათ მკაფიო, მიზნის მქონე კომუნიკაციაზეა, ანუ იმაზე, რაც დღეს ყველა პროფესიონალს სჭირდება.
4. Find Your Voice — Angie Thomas
ამბობენ, რომ პერსონალური ბრენდინგის ნაკლებად შემჩნეული ასპექტი განსხვავებული ხმის ჩამოყალიბებაა. ამაში თანმიმდევრული ტონი და პერსპექტივა იგულისხმება, რომელიც თქვენს კონტენტს მარტივად შესამჩნევს გახდის. წიგნი ავთენტურ გამოხატვას გასწავლით პრაქტიკული სავარჯიშოებითა და მოთხოვნებით, იდეების აღმოჩენისკენ, დასამახსოვრებელი ნარატივებისა და უნიკალური პერსპექტივების ძიებისკენ გიბიძგებთ — უნარებისკენ, რომლებიც ძალიან საჭიროა კონტენტზე დაფუძნებული პერსონალური ბრენდის შექმნისას.
ამგვარად, მეტად გამოსადეგია იმ პირებისთვის, რომელთა საქმიანობის გაზიარება წერაზე, საუბარზე და სოციალურ მედიაში აქტიურობაზეა დამოკიდებული. იმის ნაცვლად, რომ არსებულ ტრენდებს მისდიოთ, ავტორი თქვენთვის უნიკალური უნარების აღმოჩენისკენ მოგიწოდებთ, რადგან სწორედ ეს მიაჩნია მდგრადი პერსონალური ბრენდინგისთვის მთავარ საკითხად.
5. The Brand Gap — Marty Neumeier
ამ წიგნით კიდევ ერთხელ გაიგებთ, რა არის ბრენდინგი, თუმცა, ძირითად პრინციპებს მალევე 2 საათში გაიაზრებთ. ავტორი ბრენდს განმარტავს, „როგორც ადამიანის შინაგან შეგრძნებას პროდუქტის, მომსახურების ან ორგანიზაციის შესახებ, რომელიც მყისიერად გარდაქმნის ბრენდინგს იმად, რაც აუდიტორიის გონებაში ხდება და არა, ბიზნესბარათზე. ხუთი მთავარი დისციპლინით, რაც დიფერენციაციას, თანამშრომლობას, ინოვაციას, ვალიდაციასა და კულტივაციას მოიცავს, იგი გვაჩვენებს, თუ როგორ ქმნის ერთობლივად სტრატეგია და შემოქმედებითობა ქარიზმატულ ბრენდებს“.
6. Branding: In Five and a Half Steps — Michael Johnson
დაბოლოს, კიდევ ერთ თანამედროვე წიგნს გაგაცნობთ, რომელიც ბრენდინგის ხელოვნების გააზრებაში დაგეხმარებათ. ვიზუალებზე ორიენტირებული შემოქმედებითი ადამიანებისთვისაა. წიგნში პრობლემებია განსაზღვრული, შემდეგ კი გამოსავალსაც ცდიან. კონკრეტული ამბები ილუსტრირებულია და აქ თითქმის 1000 სურათი შეგხვდებათ, რომლებიც წარმატებულ იდენტობას ასახავს, წარმოადგენს მასტერკლასს იმისა, თუ როგორ ერთიანდება ვიზუალური ელემენტები სტრატეგიულ აზროვნებასთან მნიშვნელოვანი ბრენდების შესაქმნელად. ამ წიგნს კი გამორჩეულს სწორი კითხვების დასმაზე აქცენტირება ხდის…