in

პერსონალიზებული რეკლამიდან პერსონიფიცირებულზე გადასვლის დროა!

ქუქიები სიკვდილის გზას ადგას… ბევრი რეკლამის განმთავსებელი ID-ზე დაფუძნებულ მიზნობრივ გადაწყვეტილებებზე გადადის, თუმცა ბევრიც მიიჩნევს, რომ ეს არ არის სწორი გადაწყვეტილება, უფრო მართებული კი პერსონალიზაციიდან პერსონიფიკაციისკენ გადასვლა იქნებოდა. 

დიახ, ქუქიები მალე აღარ შეგხვდებათ, რის გამოც საინტერესო რეაქციათა სპექტრი მივიღეთ. ინდუსტრიაში ამ ფუნდამენტურ ცვლილებას განსხვავებულად ხვდებიან ან საერთოდ უარყოფენ მას. ​​სარეკლამო და მედია ეკოსისტემის ბევრი წევრი პერსონალიზებულ რეკლამას კვლავ დაჟინებით მოითხოვს, რაც მესამე მხარის ქუქიებისა და დადგენილი სარეკლამო ID-ებით არის წარმოდგენილი. ისინი ამ პროცესთან წინააღმდეგობის გაწევას აპირებენ, მაგრამ უკვე სხვა ალტერნატივებიც იჩენს თავს. 

სარეკლამო ინდუსტრიით დაინტერესებული პირები თუ ორგანიზაციები კი სამ ძირითად კატეგორიად შეიძლება დაიყოს, რაც ახალი გარემოს მიღების ან უარყოფის მდგომარეობას ასახავს.

1. პირველი მხარის მონაცემთა მფლობელები

პირველი კატეგორია კედლებით შემოფარგლულ ბაღს ჰგავს, რომლის შემდეგაც საცალო მოვაჭრეებს ვხვდებით. მათი როლი კი ბაზარზე უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ეს მოთამაშეები ზრდას გააგრძელებენ, რადგან ისინი პირველი მხარის ღირებული მონაცემების მარაგს გამოიყენებენ, რაც მდგრადი წინსვლისა და ბაზარზე გამორჩეული როლის დამკვიდრების გარანტია გახდება.

2. ID-ზე დაფუძნებული რეკლამირების დამცველები

მეორე კატეგორია „პერსონალიზებული რეკლამის“ იმ ტრადიციული მიმწოდებლებისგან შედგება, რომლებიც ქუქიებისა და სხვა სარეკლამო ID-ების საფუძველზე კამპანიების მიწოდების გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვენ.

ისინი ბაზრის სარეკლამო ხარჯების მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ წარმოადგენენ, თუმცა აუცილებლად უნდა გააცნობიერონ, რომ დესკტოპზე და მობილურზე რეკლამის ID-ები საბოლოოდ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მოძველებულის სახელს დაიმკვიდრებენ. ხოლო მაშინ, როცა ბრენდები ამ კამპანიების მართვაზე თანხმდებიან, პერსონალური მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებით ზეწოლა იზრდება…

3. კონფიდენციალურობის პროზელიტიზატორები

მარკეტერებს კარგად მოემსახურებიან თუ ისინი მესამე კარში გაივლიან, სადაც ღია ინტერნეტ მოთამაშეთა მზარდ ჯგუფს იხილავენ, რომლებიც ტექნოლოგიების ახალ თაობას იაზრებენ — სრულად და გულწრფელად სცემენ პატივს მომხმარებელთა კონფიდენციალურობას, ქუქიებისა თუ ID-ების დამოუკიდებლობას, რაც აუცილებელია და უნდა რეალიზდეს. 

რა თქმა უნდა, კონტექსტური და სემანტიკური მიზნობრივი გადაწყვეტილებები ადვილად გამოსაყენებელი ალტერნატივებია, მაგრამ სამიზნე აუდიტორიის ინტერესების კარგად გასაგებად არ არის საკმარისი. ამიტომ, უფრო შორს წასვლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. 

მომავალი პერსონიფიკაციაშია და არა, პერსონალიზაციაში

პერსონიფიცირებული რეკლამა ერთადერთი მდგრადი ალტერნატივაა იმისა, რასაც ისტორიულად პერსონალიზებულ რეკლამას უწოდებენ. ეს ნაკლებად მისასალმებელი მიზნობრივი მეთოდი უფრო მეტად ადამიანებს ეფუძნება და ნაკლებად მათ იდენტობებსა თუ იმ დანიშნულების ადგილს, სადაც ადამიანები ამ კონტენტს იყენებენ.

თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ პერსონალიზებული რეკლამა ინტერნეტის პოტენციალის არასწორად გამოყენებაა. სპორტულ ბრენდს, რომელსაც ველოსიპედების პოპულარიზაცია სურს, არ უნდა სამიზნე სეგმენტად იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც, მაგალითად, წყალთან 500 მეტრის რადიუსზე ცხოვრობენ და რბილი მობილურობით არიან დაინტერესებულნი. მათ სურთ იმ 100 000 ან 200 000 ადამიანს დაუკავშირდნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, ველოსიპედს შეიძენენ და ამას იმ მედია საშუალებებით მოახერხებენ, რომელსაც მათი პოტენციური მომხმარებლები იყენებენ. დიახ, ისინი ველოსიპედების საიტებს ტყუილად არ ათვალიერებენ. პერსონიფიცირებული რეკლამა კი სწორედ ამას უზრუნველყოფს. 

პერსონიფიცირებული რეკლამა, თავის მხრივ, ისტორიული მონაცემების გამოყენებითა და ინტერნეტ მომხმარებელთა ჩვევებისა თუ ქცევების სიღრმისეული გაგებით მიიღება, რაც მილიონობით აქტივისა და პერსონის განსაზღვრას შესაძლებელს ხდის. ამ ინფორმაციის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად კი, ეს მონაცემები მუდმივად ახლდება, ხოლო მიზნობრივი აუდიტორიის მახასიათებლები კამპანიის შედეგებიდან გამომდინარე იხვეწება. 

გამოდის, პოტენციური მომხმარებლების დიდი რაოდენობის სამიზნე სეგმენტად არჩევისთვის პერსონიფიცირება მდგრადი გადაწყვეტილებაა, თანაც, ისე, რომ კონფიდენციალურობას პატივი ვცეთ. 

ონლაინ სარეკლამო სექტორი კი შემდეგი ულტიმატუმის წინაშე დგას: მიჰყვნენ გაქრობისთვის განწირულ სამყაროს ან გაიხედონ სხვაგან. უნდა ვაღიაროთ, რომ ამიერიდან უფრო ჯანსაღი და ამაღელვებელი იქნება იმ მომავალში მონაწილეობა, რომელიც როგორც ბრენდების, ასევე მომხმარებლების მოლოდინებს დააკმაყოფილებს. დიახ, პერსონიფიცირებული რეკლამის ახალი ერა მალე დაიწყება.

ალდაგში სახლის დაზღვევას საჩუქრად მაგთის ინტერნეტი და ტელევიზია მოყვება

რეკლამა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის მზარდ კრიზისს ეხება