in

ფერთა კომბინაციები დეფორმირებული პერსონაჟების ამოცნობაში გვეხმარება

არ აქვს მნიშვნელობა, მულტფილმებზე გაგიჟებით შეყვარებული ხართ თუ მხოლოდ ბავშვობაში გაქვთ რამდენიმე მათგანი ნანახი… ნებისმიერ შემთხვევაში არსებობენ ისეთი საკულტო ანიმაციური პერსონაჟები, რომლებიც ყველამ იცის. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მათი მიმზიდველი, განსხვავებული დიზაინით, რომელთა ხელახლა გამოყენებაც სხვადასხვა კუთხით შეიძლება.

პერუს დიზაინის სტუდიაც, სახელწოდებით Dodoconyoyo, იკვლევს ფერის ვიზუალურ ძალას. ამისათვის კი ცნობილ მულტფილმის გმირებს იყენებს — ცვლის მათ ფორმებს, გვთავაზობს დეფორმირებული სახით და, თითქოს, საერთოდ შეუძლებელიც კი უნდა იყოს პერსონაჟების იდენტიფიცირება. თუმცა ეს ასე არ არის… როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში მთავარ როლს სწორედ ფერები ასრულებს. „რადგანაც გვახსოვს, რომ ფერთა კონკრეტული კომბინაცია რომელიმე პერსონაჟს შეესაბამება, ავტომატურად გვიჩნდება მათთან ასოციაციის განცდა“, — აცხადებენ სტუდიაში.

მართლაც საოცარია, რომ ამა თუ იმ გმირთან დაკავშირებული ფერები მყისიერად გვეხმარება მათ ამოცნობაში — მიუხედავად დამახინჯებული ფორმებისა. მაგალითად, მიკი მაუსის გამოსახულება გადაჭიმულია და წინა და უკანა მხარე ერთმანეთსაა დაშორებული. თუმცა შავის, თეთრის, წითლისა და ყვითლის კომბინაცია ადვილად გვახვედრებს, ვის ვუყურებთ.

როგორ შეიქმნა QR პოსტერები, რომლითაც თბილისში ჩამოსულ რუსებს ომის შესახებ უყვებიან

ციფრული მხატვრების ილუსტრაცია შფოთვის თემაზე