in

შენ გაქვს ისეთი ტანსაცმელი, რომელიც ბებიას ეცვა?

პერვოლის „დროის კაფსულაში” მოქცეული ქართველი ინფლუენსერების დიდი და პატარა თაობა

2000-იანი წლების დასაწყისში ასეთი თამაში იყო „მაჩვენე, რა გაცვია და გეტყვი, ვინ ხარ შენ”. სამოსი ხომ მართლაც გამოხატავს ჩვენს შინაგან სამყაროს, გემოვნებას, ხასიათს, განწყობას. მაგალითად, თუ კარგ ხასიათზე ვართ, ნათელ ფერებს ვირჩევთ და პირიქით; როცა განსაკუთრებულ ადგილზე მივდივართ, არ ვიცვამთ იმას, რასაც ისედაც ყოველდღე ვატარებთ; ასევე, გვაქვს ჩვენი საყვარელი ტანსაცმელი, რომელშიც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობთ ნებისმიერ დროს, ამიტომ ჩაცმის სტილს ნამდვილად შეუძლია, სხვებს დაანახოს ჩვენი თავი.

ისეთი სამოსიც არსებობს, თავისი ისტორია რომ აქვს. აბა, გადახედეთ თქვენს გარდერობს – აუცილებლად გექნებათ ერთი კაბა, შარვალი ან კოსტიუმი, რომელთანაც განსაკუთრებული მოგონებები გაკავშირებთ. იქიდან გამომდინარე, რომ მოდა ხშირად ბრუნვადია, შეიძლება სხვენიდან ბებიის ან კიდევ უფრო დიდი ბებიის ნაქონი კაბაც ჩამოვიღოთ, რომელიც თითქმის აღარ გვახსოვდა. ქუჩაში გასულს კი აუცილებლად გვკითხავენ: „საიდან ეს ვინტაჟური სტილი?”. ასეა, როდესაც სამოსს კარგად ვუფრთხილდებით, ის შეიძლება იქცეს ისტორიადაც, რომელსაც შვილიშვილები მოირგებენ.

თუ ჩვენი ნათქვამი გადამეტებულად გეჩვენებათ, ერთ ახალ კამპანიაზე მოგიყვებით, რომელზეც სააგენტო FCB Artgroup Tbilisi-მ იმუშავა, ხოლო დამკვეთი სარეცხი საშუალების საერთაშორისო ბრენდია „პერვოლი”, რომელიც ნებისმიერ სამოსს პირვანდელ სახეს უნარჩუნებს და ამით ზრუნავს როგორც მდგრადი მოდის განვითარებაზე, ისე იმაზე, რომ ჩვენი საყვარელი ტანსაცმელი ამაყად გადავცეთ თაობიდან თაობას.

კამპანიამ მრავალი ცნობადი სახე გააერთიანა: დედა-შვილი რუსკა და თამარ მაყაშვილები, კრისტი და ნატალია ყიფშიძე; მამა-შვილი გიორგი და ელენე მახარაძე, ბებია და შვილიშვილი – კირა და ლიკა, ბებია და შვილიშვილი – მანანა ჭანტურია და ლაშა ფოქსი; ასევე ინფლუენსერები: თაკო საზინა, რუსა ჩაჩუა და სხვები. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა ყველა მათგანს აქვს სახლში ისეთი სამოსი, რომელიც მშობელს, ბებია-ბაბუას, ან კიდევ უფრო შორეულ წინაპარს ეკუთვნის. მაგალითად, კრისტი ყიფშიძეს ერთ-ერთ ვიდეოში აცვია კაბა, რომელიც მისი მამის ბებიას ეცვა, ხოლო კრისტი აპირებს, რომ ის თავის შვილს გადასცეს…

ფოტო: Juda Khatia Psuturi

ვიდეოების ეს სერია მონაწილეებმა თავიანთ ინსტაგრამ არხებზე განათავსეს. მათი მთავარი გზავნილია, რომ ტანსაცმელმა უნდა გაუძლოს დროს და იქცეს ისტორიად. სწორად მოვლის შემთხვევაში, ის ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა თუ შვილთაშვილებმაც კი შეიძლება ჩაიცვან.

აღსანიშნავია, რომ ინფლუენსერებმა თავიანთი საყვარელი სამოსი პერვოლის „დროის კაფსულის კოლექციას” შეუხამეს, რომელიც სპეციალურად ამ კამპანიისთვის შეიქმნა. მათ ისაუბრეს ტანსაცმლის როლზე, მისი მოვლის ხელოვნებასა და მდგრად მოდაზე.

 
პერვოლი საერთაშორისო ბრენდია, თუმცა ქართულ ბაზარზე არაერთი წელია ოპერირებს. მისი ფორმულა სამ კომპონტენტს მოიცავს: შეუნარჩუნოს სამოსს ფერი, ფორმა და ტექსტურა. ასე რომ, რამდენჯერაც არ უნდა ჩავიცვათ და გავრეცხოთ, პერვოლი მას პირვანდელ ხარისხს შეუნარჩუნებს.

რაც შეეხება FCB Artgroup Tbilisi-ს, ის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ახალგაზრდა ტალანტებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელიც ციფრულ და ინტეგრირებულ კამპანიებზე მუშაობს. კრეატიული კონცეფციის, ბრენდირებისა და ცოცხალი კონტენტის მიმართულებით იგი თანამშრომლობს სხვა ოფისებთანაც ყაზახეთში, აზერბაიჯანში, უკრაინაში და სხვაგან, რაც როგორც საქართველოს, ისე რეგიონული ბაზრისთვისაც წარმატების მომტანია.

FCB Artgroup Tbilisi-სა და პერვოლის თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო. მათი საერთო ღირებულება და მისია აღმოჩნდა ეკომეგობრულობა, ამიტომ უკვე ორი წელია, ისინი ერთიანდებიან, რათა მდგრადი მოდის მნიშვნელობას გაუწიონ პოპულარიზაცია. „დროის კაფსულაც” ამ მიზნის გამოძახილია.

[R]

Skillwill-ში სტუდენტების მიღება მიმდინარეობს – სწავლა შესაძლებელია ონლაინ და ფიზიკურ სივრცეში

როგორ გაიზარდა AI აპლიკაციების გამოწერები, თამაშებთან შედარებით