ცხოველების უფლებების დამცველთა ამერიკულმა ორგანიზაციამ “PETA” გამოაქვეყნა სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებული ვიდეო, სახელად “ცხოველები საშობაო საჩუქრები არ არიან.” სარეკლამო სააგენტო “Serviceplan Campaign International-ის” მიერ შექმნილი რეკლამა მოგვიწოდებს, რომ საშობაოდ არ ვაჩუქოთ სხვებს ცხოველები, რადგანაც დღესასწაულების შემდეგ ხშირად ეს ცხოველები ქუჩაში აღმოჩნდებიან ხოლმე.











