in

ზოგი განშორება სამუდამოა – Peta

ყოველთვის რთულია საკუთარ შვილთან განშორება. რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის და მიუხედავად იმისა, რამდენი ხნით ტოვებს მშობელს. თუმცა, ეს მხოლოდ ადამიანებს არ ეხებათ. შვილთან/ნაშიერთან განშორება რთულია ნებისმიერი ცხოველისთვის, მათ შორის კი ძროხისთვის. მსოფლიოს მასშტაბით, ხბოს ხორცს ხშირად იყენებენ საკვებ პროდუქტად და ამასთან, ვიყენებთ რძის პროდუქტებს. ცხოველთა უფლებადამცველი კომპანია Peta ჩვენს ყოველდღიურობაში, ცხოველურის ნაცვლად, მცენარეული რძის გამოყენებას გვთავაზობს. კამპანიის Goodbye Milk-ის ფარგლებში გადაღებულ ვიდეორგოლში დედებისა და შვილების განშორების რამდენიმე სიუჟეტს ვხვდებით, მათ შორის კი ფერმის ძროხისა და მისი ნაშიერის განშორების სცენაა. ვიდეორგოლი ფროდაქშენ კომპანია Brickbeach-მა მოამზადა.

 

მარსზე გამგზავრებას გეგმავთ? – შეამოწმეთ ამინდი!

რა კავშირია კოალასა და ტიტანიკს შორის?