სადღესასწაულო სეზონზე რეკლამებს ყველა მოუთმენლად ველოდებით, ამიტომაც ზოგიერთმა ბრენდმა გადაწყვიტა, მნიშვნელოვანი გზავნილებიც შემოგვაპაროს და მხოლოდ საჩუქრებზე არ გვესაუბროს. ერთ-ერთია PETA-ს კამპანიაც, რომელიც შეგვახსენებს, რომ საახალწლო პერიოდი მხოლოდ ჯადოსნობებით არ არის სავსე, რადგან ამ დროს მილიონობით ცხოველს კლავენ თქვენს თეფშზე მოსახვედრად… Happy Christmassacre სწორედ ამ მომენტის გაცნობიერებისკენ მოუწოდებს მაყურებელს, თუმცა სათქმელის გადმოსაცემად საკმაოდ სისხლიანი გზა არჩიეს:
კამპანიაზე Grey London-ის სარეკლამო სააგენტომ იმუშავა.














