in , ,

You F**k With Nature, We F**k With You! – Peta-ს აგრესიული კამპანია

BOG
BOG

ცნობილია, რომ ნადირობის სიყვარული თაობებს მემკვიდრეობით გადაეცემა. ამიტომ, ცხოველთა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია Peta-მ გადაწყვიტა მონადირეთა და ცხოველთა დაცვაზე ერთდროულად ეზრუნა.

BOG
BOG

 

 

მან წამოიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც, სპეციალურად მონადირეებისთვის, პრეზერვატივი “Huntsman” შეიქმნა. ამ გზით, Peta მათი გამრავლებისთვის “ხელის შეშლას” შეეცადა.

მონადირეებისთვის ხმის მისაწვდენად ორგანიზაციამ რამდენიმე გზას მიმართა. გაკეთდა საიტი, სადაც პრეზერვატივის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. “Huntsman”-ის შესათავაზებლად, მან მონადირეებს მათთვის მოწყობილ ყველაზე მასშტაბურ გამოფენაზე მიაგნო. Peta-ს სამიზნეში გამოჩენილი მონადირეები და ნადირობის მოყვარული ცნობილი ადამიანებიც მოხვდნენ, რომლებსაც ორგანიზაციამ პროდუქცია ფოსტით გაუგზავნა. მათ შორის, ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი Donald Trump-ი და მისი ვაჟიც იყვნენ.

მონადირეები ვერ მიხვდნენ, თუ რისთვის იყო შექმნილი პრეზერვატივები. ისინი სოციალურ ქსელებში აღფრთოვანებულ კომენტარებს ტოვებდნენ და მისი შეძენით ინტერესდებოდნენ.

Peta-მ თავის მიზანს მიაღწია და მონადირეების გაბრიყვება შეძლო. საინტერესოა, იქონიებს თუ არა “Huntsman”-ი სერიოზულ გავლენას მონადირეთა დემოგრაფიაზე.

კამპანიაზე სააგენტო Mullenlowe-მ იმუშავა.

გაიცანით ახალგაზრდა მარკეტერები, რომლებმაც Young Lions-ის კონკურსში გაიმარჯვეს

როგორ ვითამაშოთ გოლფი თავსხმა წვიმაში? – Coca-Cola–ს მასტერკლასი