in

“უდარდელი ბაიკერი” პიტერ ფონდა Mercedes-AMG–ს ვიდეორგოლში

60–იანი წლების ერთ–ერთი ცნობილი და საკულტო ფილმი “უდარდელი ბაიკერი”, რომელშიც პიტერ ფონდა მონაწილეობს, Mercedes-Benz–ის შთაგონების წყაროდ იქცა. ბრენდმა რგოლი სპეციალურად სუპერ–ბოულისთვის შექმნა. ტრადიციული ბაიკერული გარემო, ჩვეული გასართობები, სასმელი და რა თქმა უნდა, მოტოციკლები. ასე გამოიყურება ბრენდის 30 წამიანი ვიდეო, რომელშიც კვლავ პიტერ ფონდა მონაწილეობს და რომელსაც მუსიკალურად ისევ აფორმებს ცნობილი ჰიტი “Born To Be Wild”. ამჯერად, მოტოციკლის მაგიერ, Mercedes-AMG ჩანს და მიუხედავად 4 ბორბლისა, მაინც განსაკუთრებულად გამოიყურება, იმდენადაც კი, რომ ნებისმიერ ნამდვილ ბაიკერს მოხიბლავს.

BOG

 

https://www.youtube.com/watch?time_continue=51&v=BvHFM8c7cPM

ESM-ის ისტორია ანუ გზა „მონანიებიდან“ სინანულამდე!

ირაკლი გაფრინდაშვილი – #პირველისამსახური