15
May
2019

ტანსაცმელი, რომელიც თქვენს შვილთან ერთად გაიზრდება

15 May 2019

veon
veon


ბრიტანეთში, მშობლის საშუალო დანახარჯი ბავშვების ჩაცმაზე, ყოველთვიურად, დაახლოებით 44$-ს შეადგენს. დროის მცირე მონაკვეთში, მაგალითად, დაბადებიდან 2 წლის განმავლობაში, ბავშვები შვიდი ზომის ტანსაცმელს იცვლიან. ინჟინერმა რაიან მარიო იასინმა, მას შემდეგ, რაც მშობელი გახდა, გადაწყვიტა ამ პრობლემისთვის ეკოლოგიური და სოციალურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტა მოეფიქრებინა. ასე შეიქმნა Petit Pli – ტანსაცმლის სახეობა, რომელიც თქვენს ბავშვთან ერთად გაიზრდება. იასინის თქმით, მისი ტანსაცმელი მოერგება 9 თვიდან 4 წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს.

Petit Pli-ს სამოსი პოლიესტერისგანაა შექმნილი, მოქნილია და ერთგვარ ჯავშანს მოგაგონებთ, რომელშიც მრავალი კუბიკია ინტეგრირებული. თუ ტანსაცმლის უფრო დიდ ზომაზე „დაყენებას“ გადაწყვეტთ, ის უბრალოდ, უნდა გაწიოთ. Petit Pli-ს სამოსი 168 დოლარი ღირს.

განხილვა