ცნობილი ესპანური და ბრიტანული, საბავშვო ბრენდების წარმომადგენელი Petite Ellie Kids საქართველოში 2022 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს პრემიუმპროდუქციას სთავაზობს. ეს ბრენდებია: Rachel Riley, Emile&Rose, Paz Rodriguez და Kidstory – ისინი თქვენი პატარებისთვის მაღალ ხარისხსა და თანამედროვე სტილს ქმნიან.
ახლა კი Petite Ellie Kids ახალ მაღაზიას ხსნის თბილისის ცენტრში, ი. აბაშიძის N 24-ში. სიმბოლურია ეს თარიღიც, მაღაზიამ დედის დღეს, 3 მარტიდან დაიწყო ფუნქციონირება.
ოფიციალური გახსნა აპრილის თვეში იგეგმება. ცერემონიალი ჩვეულებრივად არ ჩაივლის. გუნდის წევრები ამ დღისთვის ანიმატორებს მოიწვევენ. სტუმრებს კი ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. აქვე, მსურველებს შეეძლებათ ცნობილი ბრენდების საგულდაგულოდ შერჩეული კოლექციების დათვალიერება.
Petite Ellie Kids-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ მაღაზიის გახსნის იდეა საკუთარი გამოცდილებიდან მოდის:
„ჩემი ახალდაბადებული შვილის სამოსის ყიდვისას ძირითადი ფასეულობა იყო რბილი ქსოვილი, განსხვავებული დიზაინი და სამოსის გამძლეობა. ამის ფონზე დავიწყე ისეთი ბრენდის ძიება, რომელიც დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნებს, ამასთანავე, იქნებოდა რეგულარულად განვითარებადი და სამახსოვრო დიზაინის მქონე.
მაღაზიის გახსნაც სწორედ ამიტომ ვიფიქრე. მინდოდა, დედებისთვის გამეცნო ხელით ნაქარგი, განსხვავებული პრინტებითა და ტრადიციული ბრიტანული დიზაინით შექმნილი სამოსი, რომელიც გამოირჩევა ბაზარზე არსებული სტილისგან“.
ახალი ბუტიკი ღია იქნება ყველასთვის, ვინც თავისი შვილებისთვის ეძებს სტილს, კომფორტსა და ხარისხს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ კომპანიის Facebook გვერდს.
[R]