ინტერნეტის მზარდი რაოდენობა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანს, ამაზონის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს მოუწოდებს, შეიძინოს ლეონარდო და ვინჩის ცნობილი მონა ლიზა ნახატი და… შეჭამოს!
კეინ პაუელის მიერ გამოქვეყნებულ ონლაინ პეტიციას, “ჩვენ გვინდა, რომ ჯეფ ბეზოსმა შეიძინოს და შეჭამოს მონა ლიზა”, 4500-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. “მონა ლიზა არავის უჭამია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯეფ ბეზოსმა უნდა გააკეთოს ეს”.
მონა ლიზა ლუვრის მუზეუმშია გამოფენილი და საფრანგეთის სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენს. აბსურდული და კომიკური პეტიცია კი ამ ეტაპზე თავად ნამუშევარზე დიდ ყურადღებას იქცევს. “ეს თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვანი პეტიციაა. ჯეფ ბეზოსმა სამყაროს გადასარჩენად უნდა ჭამოს მონა ლიზა!” – ასე ეხმაურებიან პეტიციას ინტერნეტ სივრცეში.
ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, როგორ იარსებებს სამყარო მონა ლიზას გარეშე?! ამასთან დაკავშირებით პეტიციის ერთ-ერთი მხარდამჭერი აღნიშნავს, რომ ნამუშევარი უკვე ხელმისაწვდომია ონლაინ სივრცეში და ორიგინალის არსებობის საჭიროება აღარ არის.
დაბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ არავისთვის არ არის რეკომენდირებული ზეთის საღებავებით შესრულებული ნამუშევრის ჭამა. ამის ნათელი მაგალითია ვინსენტ ვან გოგი, რომელიც, როგორც ამბობენ, თავის მოსაწამლად ზეთის საღებავების ჭამას ცდილობდა.