ციხისძირი ერთ-ერთი გამორჩეულად ცნობილი კურორტია აჭარაში, რომელსაც ყოველწლიურად მრავალი ვიზიტორი ჰყავს. ჯერ კიდევ მე-6 საუკუნეში აქ აშენდა ციხესიმაგრე პეტრა, რის გამოც ლოკაციას მოგვიანებით ციხისძირი დაერქვა. ზღვასთან ერთად კურორტი ლამაზი ბუნებითაცაა მიმზიდველი, რომელიც ტროპიკულ ტყეს მოიცავს. აქ ყველა ბუნებრივი პირობაა იმისთვის, რომ ადამიანმა თავი ბედნიერად იგრძნოს.
ციხისძირის პოტენციალი მაქსიმალურად ათვისებული რომ იყოს, აქ უზარმაზარ საინვესტიციო პროექტს, Petra Sea Resort-ს ჩაეყარა საფუძველი. ეს იქნება საცხოვრებელი და დასასვენებელი კომპლექსი, რომელიც შავი ზღვის პირველ ზოლში გაშენდება და 20 ჰექტარ მიწის ნაკვეთს მოიცავს. მისი ტერიტორია 1 კილომეტრ სანაპირო ზოლს დაფარავს.
პროექტი მულტიფუნქციურია და სრულად 42 შენობას გააერთიანებს, რომელთა შორისაც იქნება ბრენდული რეზიდენციები, სასტუმროები, აპარტამენტები და რესტორნები. პირველი „ტრიპლეტ თაუერი”, რომელიც სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს მოიცავს, უკვე შენდება. ის სამი ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან რეკრეაციული წერტილებით დაუკავშირდება. აღსანიშნავია ისიც, რომ Petra Sea Resort-ის მთლიანი ფართის 70% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, შენობებს კი მხოლოდ 30%.
პროექტის არქიტექტურა თანამედროვე კონცეფციაზეა დაფუძნებული, ზღვის ხედები და ხარისხიანი დაგეგმარება კი კომპლექსის სტუმარსა თუ მობინადრეს თავს კომფორტულად აგრძნობინებს. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ, თუ ადრე ციხისძირი სეზონურ კურორტად მიიჩნეოდა, Petra Sea Resort მას წელიწადის ნებისმიერ დროს მოთხოვნად ადგილმდებარეობად აქცევს.
Petra Sea Resort-ის მენეჯმენტში საერთაშორისო კომპანია, VALOR HOSPITALITY ჩაერთვება, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია გლობალური მასშტაბით სასტუმროების მართვაში. მისი სათავო ოფისი აშშ-ში, ატლანტაში მდებარეობს, სასტუმროების მენეჯმენტს კი თითქმის ყველა კონტინენტზე უძღვება.
„Petra Sea Resort მასშტაბური პროექტია, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია 375.000 კვმ ჯამური ფართის 42 ბლოკის მშენებლობა. პროექტის განვითარების პირველი ეტაპი მოიცავს 3 სასტუმროს ტიპის აპარტამენტების ბლოკს და 2700-ამდე აპარტამენტს. პირველი ფაზის მშენებლობა უკვე დაწყებულია და საბოლოოდ, 7 წელიწადში დასრულდება”, – თინათინ კალანდარიშვილი, პროექტის ხელმძღვანელი.
M: თინათინ, რეზორტი გააერთიანებს ბრენდებს Accor და Pullman. როგორ მოხდა ამ ბრენდებთან თანამშრომლობა და რას შესთავაზებენ ისინი მომხმარებელს?
ზღვის პირველ ზოლში მდებარე 3 შენობაში დაგეგმილია ბრენდული სასტუმროებისა და რეზიდენციების მოწყობა. კურორტის დასრულების შემდეგ ციხისძირში, Petra Sea Resort-ის კომპლექსში წარმოდგენილი იქნება ჯამში 1500-ზე მეტი ბრენდული ერთეული, რაც მოიცავს 2 150-ნომრიან, 5-ვარსკვლავიან სასტუმროს და 1000-ზე მეტ ბრენდულ რეზიდენციას. აგვისტოში ჩვენ გავაფორმეთ თანამშრომლობის მემორანდუმი კომპანია Accor-თან, რომლის მიხედვითაც Petra Sea Resort-ის ფარგლებში გაიხსნება 150-ნომრიანი სასტუმრო Pullman და იმავე ბრენდის 500-ზე მეტი რეზიდენცია. სულ მალე ჩვენ მეორე საერთაშორისო სასტუმროების ბრენდსაც დავაანონსებთ, რომლის რეზიდენციები განთავსდება კურორტის ფარგლებში მდებარე ყველაზე მაღალ, 54-სართულიან შენობაში.
M: როგორ შედგა პარტნიორობა თქვენსა და VALOR HOSPITALITY-ს შორის?
Petra Sea Resort-ის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებისას კომპანიის მენეჯმენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ, პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო მმართველი კომპანიის შემოყვანა. ჩვენ ჩავატარეთ ტენდერი და რამდენიმე ოპერატორს შორის შევარჩიეთ VALOR HOSPITALITY. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, პირველ რიგში, რა თქმა უნდა კომპანიის გამოცდილება. VALOR HOSPITALITY კი მსოფლიო მასშტაბით 100-ზე მეტ სასტუმროსა და რეზორტს მართავს.
M: რაში დაეხმარება ეს საერთაშორისო ბრენდი პროექტს და რამდენი ხნით გაგრძელდება თქვენი თანამშრომლობა?
ზოგადად ცნობილი საერთაშორისო ბრენდები ნდობასა და მიმზიდველობას მატებენ ამგვარ მრავალფუნქციურ კომპლექსებს და უძრავ ქონებას უფრო ღირებულს ხდიან.
ჩვენს შემთხვევაში, ვსაუბრობთ არა მარტო Valor Hospitality-ზე, არამედ სამ საერთაშორისო სასტუმროს ბრენდზე. რა თქმა უნდა, ამ ბრენდებთან ასოცირება ნდობას იწვევს საერთაშორისო და ქართველი ინვესტორების მხრიდან. ეს მაღალი დონის მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ერთგვარი გარანტიაა.
მათთვის, ვინც განიხილავს პეტრას საინვესტიციო აპარტამენტებს, როგორც შემოსავლის წყაროს, გამოცდილი საერთაშორისო ოპერატორი ნიშნავს მაღალ დატვირთულობას, საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს, მომსახურების მაღალ დონესა და გარანტირებულად მაღალ საინვესტიციო უკუგებას. თანამშრომლობა Valor Hospitality-სთან განისაზღვრება 15 წლის ვადით, გახანგრძლივების შესაძლებლობით.
Marketer თავად Valor Hospitality-ს თანადამფუძნებელსა და მმართველ პარტნიორს, მაიკლ პოუნოლსაც გაესაუბრა და მისგან შეიტყო ის მიზნები და მოლოდინები, რაც გლობალურ კომპანიას საქართველოში, Petra Sea Resort-თან თანამშრომლობით აქვს.
M: არის თუ არა Valor Hospitality-სთვის ეს პირველი პარტნიორობა საქართველოში და როგორ შედგა თქვენსა და Petra Sea Resort-თან თანამშრომლობა ?
Valor Hospitality საქართველოს ჯერ კიდევ 2019 წლიდან იკვლევს და მის პოტენციალს აკვირდება. ახალი ბაზრის ათვისებისას, რა თქმა უნდა, სწორ შესაძლებლობას ველოდებით ხოლმე და მოხარულნი ვართ, რომ Petra Sea Resort სწორედ ეს შესაძლებლობაა. ახალი პარტნიორის შეძენის მრავალი გზა გვაქვს: სავაჭრო გამოფენები, ზეპირი რეკომენდაციები, ამჟამინდელი აქტივების მფლობელები, სპეციალისტების ჩვენი ქსელი ადგილზე, რომლებთანაც ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. მათი შეხედულებები ჩვენთვის ძალიან ღირებულია, რადგან ესმით ბაზარი, საჭიროებები და სწორი დრო ასეთი ურთიერთობების დასამყარებლად.
ვფიქრობთ, რომ გაგვიმართლა, რადგან ჩვენი პირველი პარტნიორები საქართველოში, სანდო და რეპუტაციის მქონე მფლობელები არიან. ახალი პროექტი და პოპულარული ლოკაცია კი ამ პარტნიორობას უფრო საინტერესოს ხდის.
M: როგორია თქვენი გეგმები Petra Sea Resort-ში?
მფლობელ კომპანიასთან ერთად სამუშაო სესიების მეშვეობით, შევქმნით ჩვენი გეგმის რამდენიმე ფაზას. ყოველ ფაზას თავისი განრიგი ექნება, სადაც განვითარების წინასწარ შეთანხმებული პუნქტები გამოვა ბაზარზე. ეს იქნება ტექნიკური საკითხები, რესურსების განთავსება, ადგილობრივი პერსონალის დაქირავება, განლაგების დაგეგმვა, ბრენდის მოლაპარაკებების მხარდაჭერა, ფრენჩაიზის პარტნიორების მოყვანა თუ სხვა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთი დიდი გეგმა პატარა გეგმებისგან შედგება, რომლებიც შემდეგ გაერთიანდებიან და შექმნიან უნიკალურ ადგილს, რომელსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ საქართველოში.
M: რა მოლოდინი გაქვთ ამ პარტნიორობისგან?
ჩვენი მიზანია, საქართველოს მოქალაქეებსა თუ უცხოელებს მივაწოდოთ დაუვიწყარი ცხოვრების სტილის გამოცდილება. ეს იქნება ადგილი, სადაც ოჯახებს, პროფესიონალებსა და ბიზნესს შეეძლებათ ცხოვრება, მუშაობა და დასვენება.
პროექტი საკმაოდ მასშტაბურია, ამიტომ, ცხადია, ბევრი შრომა და კოორდინირება დაგვჭირდება განვითარების პროცესში. ჩვენ ვცდილობთ მფლობელებისა და მომავალი მცხოვრებლებისთვის შევქმათ ღირებულებები, რომლებიც ფიზიკურ ინვესტიციაში ითარგმნება. ასევე, ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ თანამშრომლობას Petra Sea Resort-ის კომპანიასთან მათ სხვა პროექტებზე, ერთად შევქმნით გამოცდილებასა და სანდოობას.
[R]