in

PETRA SEA RESORT-სა და საერთაშორისო კომპანია VALOR HOSPITALITY-ის შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმი, რომელიც PETRA SEA RESORT-სა და საერთაშორისო კომპანია VALOR HOSPITALITY-ის შორის გაფორმდა, მოიცავს რეზორტის და მის ფარგლებში დაგეგმილი სასტუმროების, ბრენდული რეზიდენციების, სასტუმროს ტიპის აპარტამენტების, რესტორნებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მართვას.

PETRA SEA RESORT არის პრემიუმ კლასის მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 15 კმ-ში. 20 ჰექტარ მიწაზე გაშლილი პროექტი მოიცავს ბრენდულ სასტუმროებს, ბრენდულ და არაბრენდულ რეზიდენციებს, კერძო პლაჟსა და მრავალფეროვან რეკრეაციულ ინფრასტრუქტურას.

საერთაშორისო კომპანია VALOR HOSPITALITY სასტუმროების მართვაში ერთ-ერთი წამყვანი გლობალური კომპანიაა, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ ატლანტაში, აშშ-ში. მისი პორტფოლიო ამერიკის კონტინენტზე, დიდ ბრიტანეთში, აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, დსთ-სა და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში 90-ზე მეტ სასტუმროსა და რეზორტს მოიცავს.

PETRA SEA RESORT-სა და VALOR HOSPITALITY-ის  შორის თანამშრომლობა საქართველოში ქმნის მნიშვნელოვან პრეცედენტს, რადგან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც კურორტს სრულად მართავს გამოცდილი საერთაშორისო კომპანია. შესაბამისად, PETRA SEA RESORT-ის მობინადრეებსა და ინვესტორებს  ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა, აპარტამენტის შეძენისას ისარგებლონ VALOR HOSPITALITY-ის აპარტამენტის გაქირავების სერვისით.

VALOR HOSPITALITY-ის აპარტამენტების გაქირავების მომსახურებაში შედის: კურორტის პოპულარიზაცია და რეკლამირება, სტუმრების მიღება/განთავსება, ბინების ტექნიკური მომსახურება 24/7-ზე, ოთახების დალაგება-დასუფთავება და ყველა ის დეტალი, რაც არის დაკავშირებული სტუმრისთვის მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.

წინასწარი გაყიდვების ფარგლებში მოქმედებს სპეციალური შეთავაზება, რომელიც ვრცელდება მხოლოდ პირველ 100 აპარტამენტზე. უკუგება აპარტამენტებში განხორციელებული ინვესტიციიდან შეადგენს არანაკლებ 12 %-ს.

კომპლექსის თანამედროვე ინფრასტრუქტურა აერთიანებს:

  • ღია და დახურულ საცურაო აუზებს
  • სპა და ფიტნეს ცენტრებს
  • კაფეებსა და ლაუნჯ ბარებს
  • რესტორნებს
  • საბავშვო გასართობ ზონებს
  • სივრცეებს ღონისძიებებისთვის
  • მიწისქვეშა პარკინგს
  • მომხმარებლები შეძლებენ ისარგებლონ კომპლექსის საკუთარი სანაპირო ზოლით.

გაყიდვების ოფისი: თბილისი, ო.თაქთაქიშვილი #7

+ 995 577 251 251

[email protected]

www. petraresort.ge

 

[R]

BALENCIAGA – დიდი სახელი მოდის დიდ სამყაროში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრები და მათი მიღწევები, რომლებიც FIBA-ზე ითამაშებენ