18
Jun
2019

ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის “პეტრე ოცხელი” პრეზენტაცია გაიმართა

18 Jun 2019

გერმანიაში არსებული საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ქ. ბერლინში გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის ‘პეტრე ოცხელი’ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაცია ევროპული კულტურების მუზეუმში გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ევროპული კულტურების მუზეუმის, გამომცემლობა კიკონიასა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის თანაორგანიზებითა და მხარდაჭერით ჩატარდა.

წიგნის ტექსტზე თანამედროვე ქართველმა მწერალმა კოტე ჯანდიერმა იმუშავა, წინასიტყვაობა კი გიორგი კალანდიას, ვლადიმირ ველმინსკის და ვადიმ ზახაროვს ეკუთვნით. წიგნში შესულია 100-ზე მეტი ილუსტრაცია და სხვადასხვა დოკუმენტური მასალა. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდა პეტრე ოცხელის შთამომავალი – სალომე ოცხელი.

განხილვა