საქართველოს ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ავტობანი მომხმარებელს მორიგ მასშტაბურ სიახლეს სთავაზობს: კომპანია ოფიციალურად გახდა მსოფლიო ინდუსტრიის გიგანტის, Petro-Canada-ს ექსკლუზიური პარტნიორი საქართველოში. ეს თანამშრომლობა ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ტექნოლოგიას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ინდუსტრიის ეტალონად მიიჩნევა.
ინოვაცია, როგორც ბრენდის დნმ!
Petro-Canada 1975 წელს დაარსდა და მას შემდეგ გლობალური მოთამაშეა, რომელიც დღეს 80-ზე მეტ ქვეყანაში ტექნოლოგიური უპირატესობის სიმბოლოდ მიიჩნევა. ბრენდის წარმატების საიდუმლო მის უნიკალურ, დაპატენტებულ HT Purity Process-შია. იმ პირობებში, როდესაც მწარმოებლების უმეტესობა ტრადიციულ მეთოდებს იყენებს, კანადური ბრენდი ქმნის საბაზისო ზეთებს, რომლებიც 99.9%-იანი სისუფთავითა და კრისტალური გამჭვირვალობით გამოირჩევა.
SUPREME – მაქსიმალური ეფექტურობა კომპრომისების გარეშე!
განსაკუთრებული ინტერესის საგანია ახალი ხაზის SUPREME GF7 კლასიფიკაციის ძრავის ზეთები. ეს პროდუქტი სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვინც საკუთარი ავტომობილისგან მაქსიმუმს ითხოვს. უმაღლესი ხარისხის დანამატების წყალობით SUPREME-ის ფორმულა სრულად წმენდს ძრავას ნალექისგან და იცავს მას კოროზიისა და ჟანგისგან ნებისმიერ კლიმატურ პირობებში, იქნება ეს ზაფხულის ექსტრემალური სიცხე თუ მკაცრი ზამთარი.
Petro-Canada-ს ტექნოლოგია არა მხოლოდ იცავს ძრავს ნაადრევი ცვეთისა და დაჟანგვისგან, არამედ მნიშვნელოვნად ზრდის მის სამუშაო რესურსსა და ეფექტურობას. ეს არის პროდუქტი, სადაც საინჟინრო სიზუსტე და გარემოზე ზრუნვა ერთმანეთს იდეალურად ერწყმის.
ხარისხის ახალი მისამართი!
ავტობანის ფილიალებში Petro-Canada-ს პროდუქციის გამოჩენა კომპანიის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ ავტობანი ორიენტირებულია ქართველი მომხმარებლებისთვის მხოლოდ მსოფლიო დონის, სერტიფიცირებული პროდუქციის შეთავაზებაზე. პრემიუმხარისხის ზეთებთან ერთად მომხმარებელი იღებს პროფესიონალურ კონსულტაციასა და სერვისს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს პასუხობს.
Petro-Canada-სა და 30-წლიანი ისტორიის მქონე კომპანიის ავტობანის პარტნიორობა საავტომობილო ზეთების მიმართულებით ახალ ეტაპს ნიშნავს, სადაც საინჟინრო სიზუსტე, საიმედოობა და უახლესი ტექნოლოგიები მომხმარებლისთვის ყოველდღიურობის ნაწილი ხდება.
[პარტნიორის კონტენტი]













