in

შინაური ცხოველების კარები, მათ ამოსაცნობად, AI სისტემას იყენებს

შინაური ცხოველების მფლობელებმა კარგად იციან, რამდენად რთულია მათი კუდში დევნა — ხან სახლში უნდათ, ხან გარეთ, თანაც ეს გადაწყვეტილება დროის მოკლე მონაკვეთში ძალიან ხშირად იცვლება. ამიტომაც, მათთვის სპეციალურ კარებს იყენებენ, თუმცა ზოგჯერ ეს გადაწყვეტილება არც ისეთი უსაფრთხოა — რა მოხდება, თუ მასში სხვა ცხოველი მოინდომებს შესვლას?

ამ პრობლემის გათვალისწინებით, დიზაინერებმა შექმნეს Petvation, ტრადიციული შინაური ცხოველების კარების უსაფრთხო და ჭკვიანი ალტერნატივა. ეს ორიგინალური შესასვლელი სახის ამოცნობის ტექნოლოგიას იყენებს, რათა მხოლოდ თქვენს ცხოველს მისცეს სახლში შესვლის უფლება.

როგორ მუშაობს?

კარის ორივე მხარეს ინფრაწითელი კამერების მასივი 120-გრადუსიან ხედვის ველს ქმნის. IR ნათურები კი ცხოველის იდენტიფიცირებისთვისაა განკუთვნილი. მანქანური სწავლების სისტემის საშუალებით კი სისტემას შეუძლია, ნაცნობი სახეები ადვილად ამოიცნოს, რის შემდეგაც კარის სენსორები ამუშავდება.

საგულისხმოა ისიც, რომ აქ მაქსიმალურადაა გათვალისწინებული ცხოველის უსაფრთხოება — კარი იქამდე არ დაიხურება, ვიდრე სრულად არ გავა ან შემოვა. ამრიგად, მათ არც კუდები მოჰყვებათ კარებში და არც თათები.

გარდა ამისა, სახის ამოცნობის AI ალგორითმი წინასწარ არის გაწვრთნილი გარკვეული ცხოველების თუ ქვეწარმავლების ამოცნობაზე, რომლებისაც განსაკუთრებით გეშინიათ. მაგალითად, თუ მოწყობილობა ენოტებსა და გველებს შეამჩნევს, მობილურის აპლიკაციაში ავტომატურად გამოგეგზავნებათ გამაფრთხილებელი შეტყობინება.

ასევე, აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, დისტანციურად დახუროთ ან გააღოთ კარები, მიუხედავად ადგილმდებარეობისა — თუ არ გსურთ, შინაური ცხოველები გარეთ გაუშვათ. თანაც, მოწყობილობა, მეტი კონფიდენციალურობისთვის, ინტერნეტის მოხმარებას ან რიმე მონაცემის ჩამოტვირთვას არ საჭიროებს.

ავეჯისა და აქსესუარების ჰაბი, ICRHOME, 1 ივლისიდან ავეჯის ფესტივალს იწყებს

ვის მოსმენას შეძლებთ თბილისის 25-ე ჯაზ ფესტივალზე?