შინაური ცხოველები ჩვენს ცხოვრებას ახალისებენ და ოჯახის ნამდვილი წევრები ხდებიან, ამიტომ მათზე ზრუნვა ჩვენთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ თავზე. მათთან ცხოვრება ერთი დიდი თავგადასავალია, რომელიც ბევრნაირ ისტორიას გვიგროვებს და დღევანდელ სტატიაში სწორედ ერთ ასეთ ისტორიას მოგითხრობთ.
როგორ აჩუქა მაქსმა ქართველ შინაურ ცხოველებს ჰიპერ-პრემიუმკლასის საკვები?
მაქსი „ფეთვერსის“ ოჯახის 14 ოთხფეხა მეგობრიდან პირველი ძაღლია, რომელსაც საკმაოდ პრეტენზიული გემოვნება აქვს. მზრუნველი პატრონი მის კვებაზე პირველივე დღიდან ბევრს ფიქრობდა და მაქსს საკვების სხვადასხვა ვარიაციას სთავაზობდა, მაგრამ იგი ყველაფერს იწუნებდა. ჩაფიქრებულმა პატრონმა საკვების გამოწერა დაიწყო და გამოწერილ ბრენდებს შორის მაქსის ყნოსვა Farmina-ზე შეჩერდა.
მას შემდეგ, რაც Farmina მაქსმა შეიყვარა, გადაწყდა, რომ მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველა სხვა შინაური ცხოველიც მიიღებდა. ასე შეიქმნა Farmina საქართველო.
ასე და ამგვარად, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, მაქსმა ქართველ ოთხფეხებს, ნებით თუ უნებლიეთ, საუკეთესო კვება აჩუქა.
რატომ Farmina?
Farmina ჰიპერ-პრემიუმსაკვების მწარმოებელია იტალიიდან. ეს იტალიური, საოჯახო კომპანიაა. ამ ოჯახში ძალიან უყვართ ცხოველები, ამიტომ გულმოდგინედ მუშაობენ ისეთ პროდუქტზე, რომელიც ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანსაღ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
Farmina-ს ჰიპერ-პრემიუმკლასის საკვები ბუნებისა და მეცნიერების მიქსია. მას ჰყავს ნუტრიციოლოგების გუნდი, რომლებიც ყველას ინდივიდუალურად ურჩევენ, რომელი ფორმულა იქნება მათი ოთხფეხა მეგობრისთვის შესაფერისი. ეს იმიტომ, რომ ჯიშზე, ფიზიკურ აქტივობაზე, მადასა და თითოეული ცხოველის თავისებურებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული. ნუტრიციოლოგები გირჩევენ, თქვენი ოთხფეხა მეგობრების საჭიროებებიდან გამომდინარე, თუ რამდენი პროტეინი, ცხიმი სჭირდება თქვენს მეგობარს. აღსანიშნავია, რომ პრეტენზიული მჭამელი ცხოველებისთვის ფარმინა საქართველო უფასო დეგუსტაციებსაც გთავაზობთ – სტუმრობ შოურუმს, ნუტრიციოლოგთან ერთად არჩევ რამდენიმე სახეობის საკვებს, რომლებიც შენს ცხოველს შეეფერება, ტესტერების გასინჯვის შემდეგ კი, ცხოველი თავად წყვეტს, რომელია მისი საყვარელი ფორმულა.
თუ ამ სტატიის მკითხველს ჯერ კიდევ არ უპოვია პასუხი, რა აჭამოს თავის ოთხფეხა მეგობარს, რამდენი აჭამოს და რატომ, მაშინ ჯობს Farmina-ს ნუტრიციოლოგს მიმართოთ სოციალურ ქსელებში, ტელეფონზე დაუკავშირდეთ: 032 211 20 12.
Petverse
როცა უკვე პირველი ნაბიჯი გადაიდგა და პრემიუმხარისხის საკვები Farmina ქართველმა ოთფეხებმაც შეიყვარეს, Farmina საქართველოს გუნდმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო, ეფიქრა ცხოველებზე ზრუნვის ახალი სტანდარტის შექმნაზე. ასე დაიწყო Petverse-ის, იმ სამყაროს ჩამოყალიბება, სადაც:
- ცხოველები ოჯახის ნამდვილი წევრები არიან;
- დამკვიდრებულია ცხოველთა პოპულაციის აღრიცხვის თანამედროვე სტანდარტი;
- მიუსაფარი ცხოველები ქუჩებში აღარ ცხოვრობენ;
- მეპატრონეებს აქვთ წვდომა ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციაზე, ცხოველების კვების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ჯანმრთელობის შესახებ.
Petverse, იმის გარდა, რომ არის იტალიური ჰიპერ-პრემიუმსაკვები ბრენდის, Farmina-სა და ბელგიური აქსესუარების, M-Pets-ის, ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, ასრულებს იმ მისიას, რაც ჩამოყალიბებისას დაისახა, საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში, პარტნიორობს ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებიც ზრუნავენ მიუსაფარ ცხოველებზე.
სამომავლო გეგმები
ამ დრომდე Petverse მხოლოდ ონლაინპლატფორმა იყო.
წინ დიდი გეგმებია! Petverse უკვე ფართოვდება და თბილისში, კოსტავას #71-ში, საკუთარი შოურუმი გახსნა, სადაც სიამოვნებით იღებს შინაურ ცხოველებსაც და მათ მეპატრონეებსაც, ესაუბრება მათ და სასარგებლო რჩევებით ეხმარება, თუ როგორ შეუქმნან თავიანთ ოთხფეხა მეგობრებს უკეთესი გარემო.
გარდა ამისა, პლატფორმას დაემატება ახალი ბრენდები. Petverse-ში ფიქრობენ, რომ მაღალი ხარისხის პროდუქტის ოთხფეხა მეგობრებისთვის გაცნობა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ზრდის მათი სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ხარისხს.
Petverse მომავალშიც გააგრძელებს ჩვენი ოთხფეხა მეგობრების დახმარებას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნვას, რათა შესრულდეს თავდაპირველი მისია ყველა ცხოველს მისცეს ის, რასაც იმსახურებს – მხოლოდ საუკეთესო!
თქვენი ოთხფეხა მეგობრის სიმშვიდისთვის მიბრძანდით Petverse-ის შოურუმში, კოსტავას #71-ში.
[R]