ამერიკული ბიოტექნოლოგიური კომპანია Pfizer, BioNTech-თან ერთად, კორონავირუსის ომიკრონის შტამის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდას იწყებს.
როგორც ცნობილია, კვლევაში 1400-ზე მეტი ზრდასრული მიიღებს მონაწილეობას. მათგან 615 ვაქცინის ადრეულ ვარიანტს ორჯერ, დამატებით კი ომიკრონზე ორიენტირებული პრეპარატის 1 ან 2 დოზას მიიღებს. ხოლო ძველი ვაქცინით 3-ჯერ აცრილ 600 მოხალისეს იმავე ან 1 ახალი ინიექციას გაუკეთებენ. დანარჩენ 200 ადამიანს, რომელსაც იმუნიზაცია არ აქვს ჩატარებული, ორგანიზმში საცდელ ვაქცინას 3-ჯერ შეუყვანენ.
“ვირუსის მიმართ სიფხიზლის შენარჩუნება ჩვენგან ახალი მიდგომების იდენტიფიცირებას მოითხოვს, რათა საზოგადოებამ დაცვის მაღალი დონე შეინარჩუნონ. გვჯერა, რომ კონკრეტულ ვარიანტებზე დაფუძნებული ვაქცინების კვლევა და შემუშავება ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება”, — აცხადებს Pfizer-ის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი და ვაქცინების კვლევისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი, კეტრინ იანსენი.
როგორც პროფესორმა უგურ საჰინმა, BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და თანადამფუძნებელმა აღნიშნა, ვაქცინით გამოწვეული დაცვა და ვირუსის მსუბუქად მიმდინარეობა თანდათან სუსტდება. შესაბამისად, ახალი მცდელობაც იმისკენაა მიმართული, რომ ომიკრონისგან იმავე დონის დაცვა მივიღოთ, როგორც სხვა შტამების შემთხვევაში.
ამასთან, ფარმაცევტული კომპანიები სახეცვლილი ვაქცინების შექმნაზეც მუშაობენ. მათ შორის არიან Pfizer და BioNTech-იც. ისინი მიმდინარე წელს 4 მილიარდი დოზის წარმოებას აპირებენ — სწორედ აქ შევა ახალი ვარიანტი, თუ ის კლინიკურ ტესტირებას წარმატებით გაივლის.
საგულისხმოა ისიც, რომ ახალი ვაქცინების შექმნაზე მუშაობას აპირებენ Moderna და AstraZeneca.











