in

Pfizer-ის ვაქცინის შენახვა ჩვეულებრივი ფარმაცევტული საყინულის ტემპერატურაზე შესაძლებელია!

ამას აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია (FDA) ადასტურებს

veon
veon

აშშ-ს სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის (FDA) განცხადებით, Pfizer-ის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა, გაყინული ფლაკონის სახით, შესაძლებელია, 2 კვირის განმავლობაში ჩვეულებრივი ფარმაცევტული საყინულეების ტემპერატურაზე ინახებოდეს.

აღნიშნული ფაქტი მას შემდეგ დადგინდა, რაც Pfizer-მა წარადგინა თხოვნა, რომელიც თბილ ტემპერატურაზე ვაქცინის სტაბილურობას გულისხმობდა. “ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის ალტერნატიული ტემპერატურა ხელს შეუწყობს ისეთი შესანახი მოწყობილობების შექმნას, რომელშიც ,,ულტრა-ცივი” გარემო იქნება ვაქცინების შესანახად და ასევე, ბევრად მეტ ადგილზე იქნება მისი მიწოდება შესაძლებელი” – პიტერ მარქსი, FDA-ს ბიოლოგიის შეფასებისა და კვლევის ცენტრის დირექტორი.

შეგახსენებთ, რომ Pfizer-ის ვაქცინა ახალ ტექნოლოგიას ემყარება, რომელიც სინთეზურ mRNA-ის (ინფორმაციული რნმ.) მოლეკულებს იყენებს, რათა ადამიანის უჯრედებს გენეტიკური მითითებები მიაწოდოს და ორგანიზმმა კორონავირუსის ნაწილი შექმნას. ეს მოლეკულები ცხიმის ნაწილაკებშია მოთავსებული, მაგრამ სხვა ვაქცინებთან შედარებით, მაინც უფრო სწრაფად დეგრადირდება. სწორედ ამიტომ საჭიროებს შენახვის უფრო მკაცრ ზომებს.

გალღობის შემდეგ მისი შენახვა 5 დღის განმავლობაში მაცივარში, 2-დან 8 გრადუსამდეა შესაძლებელი.

როგორ გავმდიდრდეთ პანდემიის დროს?

„ჩიკატაი“: „ერთი პატარა შეცდომა შეიძლება, რაღაც ძალიან დიდი აღმოჩენის მიზეზი გახდეს“