5
Jun
2019

P&G ტრანსგენდერთა უფლებების დასაცავად

5 Jun 2019

Pantene ტრანსგენდერთა უფლებების დასაცავად აქტიურდება. ახალ  პოზიციონირებასთან ერთად, P&G-ის ბრენდმა ახალი ამბასადორიც აირჩია – მწერალი და აქტივისტი, ტრანსგენდერთა უფლებადამცველი პერის ლისი.

თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია დაეხმარება პერის ლისს, გაზარდოს ტრანსგენდერთა თემთან დაკავშირებული  საკითხებისა და მათი პრობლემების მიმართ ცნობადობა.

„როცა ტელევიზიით, ბეჭდურ თუ „ონლაინ“ მედიაში ხედავ ბრენდებს, რომლებიც ტრანსგენდერთა საკითებსა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაზე ფიქრობს, ძალიან მნიშვნელოვანია. ყოველთვის მჯეროდა, რომ სტიგმას შევცვლიდით, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდით, თუ ჩვენ ჟურნალების გარეკანსა და რეკლამებში გამოვჩნდებოდით“, – ამბობს პერის ლისი.

P&G, ამ სოციალური მიზნებისთვის საკმაოდ სოლიდურ მარკეტინგულ ბიუჯეტს გამოყოფს. 

განხილვა