in

„დღეს ანტირასისტი უნდა იყო“ – P&G რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

BOG
BOG

ამერიკული კომპანია Procter & Gamble (P&G) ანტირასისტული ფილმების სერიას აგძელებს. ახალ ნამუშევარშიც “The Choice” ფერადკანიანთა დისკრიმინაციაზეა საუბარი – „საკმარისი აღარ არის, რასისტი რომ არ ხარ, დღეს ანტირასისტი უნდა იყო“ – ბრენდი ამ გზავნილით მოუწოდებს საზოგადოებას ისაუბრონ, წაიკითხონ, მოუსმინონ, ხმა მისცენ, იმოქმედონ, ჩაერთონ ამ პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლაში. კამპანიაზე ამერიკულმა სააგენტომ Grey New York იმუშავა. ამ ფილმით, ბრენდი, აშშ-ში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

P&G-სთვის ეს პირველი ანტირასისტული ნამუშევარი არ არის. კომპანიას, ფერადკანიანთა დისკრიმინაციაზე, 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი აქვს გადაღებული. აქედან ერთ-ერთმა, სარეკლამო ინდუსტრიის ყველაზე დიდი ჯილდო – „კანის ლომი“ – მოიგო.

Procter & Gamble-ის კიდევ ერთი ფილმი რასიზმის წინააღმდეგ

„ან უნდა ვყოფილიყავი ტიპი, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და ან გავმხდარიყავი ის, ვინც თავიდანვე მინდოდა“ – Mike Villy ახდენილ „ამერიკულ ოცნებაზე“

„მე დღეს შემოსავლის გარეშე დავრჩი“ – „ივენთ“ მენეჯერების და ხელოვანების პეტიცია